Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ლიბანის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ბეირუთის აფეთქება შეიძლება „უცხოეთის ჩარევით“ მოხდა

0
ლიბანის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ბეირუთის აფეთქება შეიძლება „უცხოეთის ჩარევით“ მოხდა

ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბომბი, ან „უცხოეთის ჩარევა“ შეიძლება იყოს მიზეზი გამანადგურებელი აფეთქებისა, რომელიც  ბეირუთში მოხდა, და რომელმაც სულ მცირე, 154  ადამიანი იმსხვერპლა, გაანადგურა ნავსადგური და ქალაქის საცხოვრებელი უბნები.

მიშელ აუნის მიერ 7 აგვიტოს გაკეთებული განცხადება პირველი ასეთი კომენტარია ლიბანის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მხრიდან, რომელიც შეიცავს მოსაზრებას, რომ აფეთქება განზრახ მოხდა.

განცხადება გავრცელდა იმ დროს, როცა საერთაშორისო მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში მსხვერპლის ძებნას აფეთქების მეოთხე დღეს. გამომძიებლები ცდილობენ დააგინონ, რატომ იყო ტონობით ფეთქებადი მასალა  ნავსადგურის საწყობში, რატომ გაჩნდა ხანძარი და რამ  გამოიწვია აფეთქება.

აუნმა პირობა დადო, რომ მართლმსაჯულება სწრაფად აღსრულდება, მაგრამ უარყო მოწოდებები საერთაშორისო გამოძიებისკენ და განაცხადა, რომ ეს იქნებოდა, „სიმართლე გაზავება“. „ორი სცენარი არსებობს იმისა, თუ რა მოხდა: ან დაუდევრობა, ან უცხოეთის ჩარევა რაკეტის ან ბომბის საშუალებით", თქვა მან.

ლიბანის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ  აფეთქება გამოიწვია 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატის დეტონაციამ.  ამონიუმის ნიტრატი ფეთქებასაშიში ნივთიერებაა, რომელიც ხშირად იყენებენ სასუქად. 

მასალა ინახებოდა საწყობში მას მერე, რაც კონფისცირებულ იქნა 2014 წელს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






В Наро-Фоминске ликвидировали крупный пожар в ангаре

«Евровидение-2024» дисквалифицировало певца, признававшегося в любви к России

Мишустин: в России продлят программу маткапитала

«Лучше ты умрешь!» Семья убитой в Турции москвички проклинает ее мужа