Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ხაბაროვსკელები მეხუთე კვირაა მართავენ აქციებს დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად

0
ხაბაროვსკელები მეხუთე კვირაა მართავენ აქციებს დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხაბაროვსკის მცხოვრებლები ზედიზედ მეხუთე კვირაა, მართავენ არასანქცირებულ აქციებს ხაბაროვსკის მხარის დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტები თავდაპირველად შეიკრიბნენ ქალაქის მთავარ მოედანზე, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალურ ქუჩებში. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მათთან არავინ მისულა.

ხაბაროვსკის მხარის ადმინისტრაციის თქმით, მთავრობის შენობის წინ 2800 ადამიანი შეიკრიბა. მსვლელობისას დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს საავტომობილო გზები. დემონსტრანტებთან სოლიდარობის ნიშნად მანქანების მძღოლები საავტომობილო საყვირებით ეგებებოდნენ მათ.

საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ამურის კომსომოლსკში, ვლადივოსტოკსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში.

საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში 9 ივლისიდან დაიწყო და ბოლოს სხვა ქალაქებსაც მოედო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში ჩაიყვანეს.

 

ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.

 

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Марья Лиивала стала новым послом Финляндии в России

Михаил Шолин — Король бала

Женская команда по гандболу «Ставрополье» одержала четвёртую победу подряд

Ученый Богачев: впервые за 20 лет случилась буря высшего балла