Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

0
კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გარიცხეს. მიზეზი მე-14 საარჩევნო ოლქში კონკურენტი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერა გახდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას "ქართული ოცნებაში" უთხრეს.

გიორგი ტატუაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი გარიცხვის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. მისივე თქმით, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს პარლამენტარ კახა ოქრიაშვილს და მის პარტიას.

"დმანისის მთელი მოსახლეობა კახა ოქრიაშვილს უჭერს მხარს, მეც დმანისელი ვარ, რა უფლება მაქვს, მხარი არ დავუჭირო?.. მხარს დავუჭერ როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, პროპორციულში კი ოქრიაშვილის მიერ შექმნილ პარტიას", - თქვა ტატუაშვილმა.

კახი ოქრიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ პარტია "პროგრესი და თავისუფლება" ჩამოაყალიბა. ის სამი მოწვევის პარლამენტარია და ფლობს ერთ-ერთ უდიდეს ფარმაცევტულ კომპანია "პსპ"-ს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დმანისის მაჟორიტარულ არჩევნებში კახა ოქრიაშვილმა გაიმარჯვა. მისმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პარლამენტარი განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

გიორგი ტატუაშვილი, 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად არჩევამდე, კახა ოქრიაშვილის ფარმაცევტულ კომპანიაში იურისტად მუშაობდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მე-14 საარჩევნო ოლქში, რომელიც კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ, მოიცავს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს, მმართველი პარტიიდან კენჭს უმრავლესობის წევრი გოგი მიშველიანი იყრის. ამავე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არც ერთ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს არ დაუსახელებია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова вылетела с турнира в Риме






В Югре военнослужащие и сотрудники Росгвардии приняли участие в прямом эфире телемарафона «Сыны Великой Победы»

Сохранить улыбку на войне

Бархота: запуск культурно-досуговых центров обогатит социнфраструктуру в Москве

Синоптик Леус: в Москву снова придут заморозки