Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

პომპეომ სლოვენიასთან ხელი მოაწერა დეკლარაციას 5G-ის უსაფრთხოებაზე

0
პომპეომ სლოვენიასთან ხელი მოაწერა დეკლარაციას 5G-ის უსაფრთხოებაზე

ბირთვული ენერგეტიკა და 5G-ის ქსელები იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დღის წესრიგში 13 აგვისტოს, როცა ის ესტუმრა ევროკავშირისა და ნატოს წევრ სლოვენიას, მეორე ქვეყანას ევროპის ოთხ სახელმწიფოში მოგზაურობის ფარგლებში.

პომპეო პრემიერ-მინისტ იანეზ იანშას შეხვდა ტბისპირა ქალაქ ბლედში, სადაც ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას 5G-ის ქსელების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამდენად, სლოვენია უერთდება აშშ-ის პლატფორმას საინფორმაციო ტექნოლოგიის, კერძოდ, მეხუთე თაობის ინტერნეტის, 5G-ის სფეროში, ჩინეთის და მისი კომპანია Huawei-ის მზარდი გავლენის წინააღმდეგ.

აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი Huawei-ის ტიპის ფირმებს იყენებს სხვა ქვეყნებში საჯაშუშო ქსელების შესაქმნელად. ჩინეთის უარყოფს ამ ბრალდებას.

პომპეოს ვიზიტის დღის წესრიგში შედის ასევე სლოვენიელ მასპინძლებთან მოლაპარაკება აშშ-ის შესაძლო მონაწილეობაზე კრსკოს ბირთვული ელექტროსადგურის ახალი გენერატორის აგებაში. ბირთვულ სადგურს სლოვენია მეზობელ ხორვატიასთან ერთად ამუშავებს.

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა სლოვენია ნატოს და ევროკავშირს შეუერთდა 2004 წელს. პომპეო, რომელიც იქ ჩავიდა ჩეხეთის რესპუბლიკიდან, შემდეგ ეწვევა ავსტრიას და პოლონეთს, სადაც 15 აგვისტოს დაასრულებს ტურნეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






В Пензе стартовали соревнования по спортивному ориентированию

«Спартак» обыгрывает «Краснодар» после первого тайма благодаря голу Зобнина

Источник 360.ru: девочка упала в шахту вентиляции в заброшенном доме в Москве

В угольную отрасль Кузбасса в 2024 г. планируют вложить более 135 млрд руб.