Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი სურსათის გზით არ ვრცელდება. მსოფლიოში კოვიდ-19-ით სულ 750 ათასი ადამიანი დაიღუპა

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი სურსათის გზით არ ვრცელდება. მსოფლიოში კოვიდ-19-ით სულ 750 ათასი ადამიანი დაიღუპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა მოწოდება, რომ კორონავირუსით ინფიცირება კვების პროდუქტების გზით არ ხდება. WHO-ს მოწოდება გავრცელდა მას მერე, რაც ჩინეთში ვირუსის კვალს მიაგნეს სურსათსა და შეფუთვის მასალაზე.

„ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ სურსათის, ან შეფუთვის მასალის, ან გადამუშავებისა, ან საჭმლის მიწოდებისა“, - განაცხადა WHO-ის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ რიანმა ჟენევაში 13 აგვისტოს.

არ არსებობს დასტური იმისა, რომ სურსათით ან სურსათის ჯაჭვით შეიძლება ვირუსის გადატანა, ხალხმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს, ამბობს რიანი.

რიანმა განცხადება გააკეთა მას მერე, რაც ჩინეთის ორ ობიექტზე ვირუსის კვალს მიაგნეს იმპორტირებულ სურსათსა და სურსათის შეფუთვის მასალაზე, რამაც გაზარდა შიში, რომ ინფიცირებული პროდუქტით გზით შეიძლება ვირუსი გავრცელდეს.

WHO-ის ცნობის ფონზე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იტყობინება, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი მსოფლიოში 750 ათასამდე ავიდა და არაერთ სახელმწიფოში გამკაცრდა ზომები შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში მიაღწია 20,7 მილიონს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в третий раунд турнира WTA-1000 в Риме






В Подмосковье в ночь на воскресенье ожидаются заморозки до минус 1 градуса

Когда владельцам квартир приходится по закону платить за соседей, рассказал эксперт

Клуб «Ночные волки» открыли мотосезон в столице

«Динамо» — русский «Байер»! Москвичи забили в Калининграде на 93-й и 99-й минутах и открыли себе дорогу к чемпионству