რა ელის ბელარუსს ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ?
ბელარუსში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე საწარმოში დაწყებული გაფიცვების მიუხედავად, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მონათლული პოლიტიკოსი.