გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გახანგძლივების შესახებ
გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო აშშ-ის ინიციატივით შეტანილი რეზოლუცია, გახანგძლივებულიყო ირანის წინააღდეგ მოქმედი იარაღის ემბარგოს მოქმედების ვადა, რომელიც ოქტომბერში იწურება.
შედეგად მომზადდა ნიადაგი ვაშინგტონის საპასუხო ქმედებისთვის, რასაც შეუძლია აღასრულოს ბირთვული შეთანხმება ირანთან და გაეროს დიპლომატიური კრიზისში შეყვანა.
მოელოდნენ, რომ 14 აგვიტოს კენჭისყრაზე რეზოლუცია ჩავარდებოდა 15 წევრიან უშიშროების საბჭოში, რადგან მას დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა ვეტოს უფლების მქონე რუსეთისა და ჩინეთისგან.
„გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია, რომ ირანს პასუხი ეგო. ეს საშუალებას აძლევს მსოფლიოში ტერორიზმის წამყვან სპონსორს იყიდოს და გაყიდოს სასიკვდილო იარაღი და უგულებელყოს ახლო აღმოსავლეთის ქვენების მოთხოვნები. ამერიკა გააგრძელებს ამ შეცდომის გამოსწორებისთვის მუშაობას“. განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კენჭისყრის შემდეგ.
რეზოლუცია ვერ გავიდა დიპლომატიური დარტყმის შედეგად, რამაც გამოავლინა ამ საკითხში აშშ-ის იზოლაცია გაეროს უშიშროების საბჭოში, როცა მას მიემხრო ორი, ორი წინააღმდეგი იყო, 11-მა თავი შეიკავა. ვაშინგტონმა ვერ მოიპოვა ის ცხრა ხმა და რუსეთს და ჩინეთს ვეტოს უფლების გამოყენებაც კი არ დასჭირდათ.
თეირანი ვაშინგტონს დასცინის იმის გამო, რომ მის ინიციატივას მხოლოდ ერთი ქვეყანა, დომინიკანელთა რესპუბლიკა მიემხრო. "გაეროს 75 წლიან ისტორიაში ამერიკა არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული", დაწერა ტვიტერში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აბას მუსაუიმ.
გაეროში ჩინეთის მისიამ ტვიტერით დაწერა, რომ „შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, უნილატერალიზმს მომხრეები არ ჰყავს და დაშინება კი არ გამოვა“.