Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ბალტიის რეგიონის ქვეყნები ბელარუსში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებით გამოდიან და ევროკავშირს მიმართავენ, სანქციები დაუწესოს მინსკს

0
ბალტიის რეგიონის ქვეყნები ბელარუსში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ  მოწოდებით გამოდიან და ევროკავშირს მიმართავენ, სანქციები დაუწესოს მინსკს

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდეს, ჩაატაროს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს ძალადობა 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ.

სამი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება მინსკის მიმართ, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და აქციების დროს დაკავებული ადამიანები. ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციის მიმართ ბელარუსის ხელისუფლების ქმედების და პოლიტიკური რეპრესიების გამო.

9 აგვისტოს არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, გაიმარჯვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. არჩევნების შემდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები.

ბალტიის სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები თვლიან, რომ ბელარუსში ხელახალ არჩევნებს საერთაშორისო მეთვალყურეები უნდა დაესწრონ.

ერთობლივი განცხადება გაფორმდა ესტონეთის ქალაქ ტარტუში მათი შეხვედრის დროს. პრემიერებმა მოუწოდეს ევროპის კავშირს, დაუწესოს სანქციები იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ ძალადობისთვის.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ მომხრეებს 15 და 16 აგვისტოს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ მოუწოდა, მას მერე, რაც აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Калинская

Калинская проиграла Свитолиной и не смогла выйти в 1/8 финала турнира в Риме






После утечки газа в Щелково возбуждено уголовное дело

Паркинг на 1700 мест для аэропорта «Внуково»

В Мордовии разыскивают очевидцев ДТП с участием 4 автомобилей

Преподаватели Раменского колледжа приняли участие в голосовании «Итоги 2023»