Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

გია ვოლსკი: ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის

0

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე კომენტარი გააკეთა და ყოფილი ხელისუფლების ქმედებები ღალატად შეაფასა.

„2008 წლიდან მოყოლებული, ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ ხაზგასმით, არაერთი ადამიანი, მათ შორის, ისინი, რომელთაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

საქართველოს მხარე არათუ არ პასიურობს, არამედ წლების განმავლობაში ინტენსიურად იცავს ქართულ პოზიციას. ეს პასიურობა არის თემა, რომელიც შემოგდებულია, რისთვის არ ვიცი. როგორ შეიძლება ამ პასიურობით, ერთი შეხედვით შეაფასო და დასკვნა გააკეთო, რომ მოსამართლეები სხედან და იმას ელოდებიან, როდის იქნება ერთი მხარე თუ მეორე მხარე აქტიური. ყველა მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, დევს. წლები დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ იმ პერიოდისთვის გადამალული თუ არარსებული ცნობები და მტკიცებულებები შეეგროვებინა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

აღნიშნულ განცხადებას საქართელოს პარლამენტი ავრცელებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году






Тренер Гаджиев не считает "Спартак" фаворитом кубковой игры против "Балтики"

Ремонт 15 участков дорог начнут в Павловом Посаде в этом году

Холод и засуха. Какие регионы пострадали от майской погодной аномалии

Дефицит бюджета РФ и планы ФРС не понижать процентную ставку. Обзор финансового рынка от 13 мая