Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

71 წლისა გარდაიცვალა დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა

0
71 წლისა გარდაიცვალა დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი, ნიუ-იორკში საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იგი 71 წლის იყო.

"გულდამძიმებული გაუწყებთ, რომ ჩემი არაჩვეულებრივი ძმა, რობერტი, დღეს საღამოს მშვიდად გარდაიცვალა", თქვა პრეზიდენტმა თავის 15 აგვისტოს განცხადებაში. "იგი მხოლოდ ძმა არ იყო ჩემთვის, იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ძალიან მომენატრება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს ჩემს გულში. რობერტ, მიყვარხარ. მშვიდობით განისვენე".

პრეზიდენტმა თავისი ძმა ნიუ-იორკის საავადმყოფოში 14 აგვისტოს მოინახულა, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იგი მძიმედ ავად გახდა. უშუალოდ სიკვდილის მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ივნისში, იგი კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა საავადმყოფოში.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან პიროვნულად განსხვავებული იყვნენ, 74 წლის პრეზიდენტს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავის უმცროს ძმასთან, რომელიც ტრამპის და-ძმათაგან ყველაზე უმცროსი იყო.რობერტ ტრამპი 1948 წელს დაიბადა. იგი ნიუ-იორკში უძრავი ქონების დეველოპერის, ფრედ ტრამპის ხუთ შვილთაგან ყველაზე უმცროსი იყო.რობერტ ტრამპმა თავისი კარიერა უოლ-სტრიტზე დაიწყო, თუმცა შემდეგ Trump Organization-ს შეუერთდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.უკანასკნელ წლებში რობერტ ტრამპი ხშირად არ ჩნდებოდა და პრეზიდენტის დიდ მხარდამჭერად რჩებოდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Газзаев заявил, что у «Зенита» притупилась мотивация

«Газовики» играют с огнем. «Оренбург» на своем поле уступил ФК «Локомотив» (Москва) – 0:2

Нижегородская область присоединится к всероссийскому конкурсу профмастерства «Строймастер»

Спасательные работы на месте обрушения жилого дома в Белгороде