Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

რა გავლენა ექნება კომუნიკაციების კანონს საქართველოს ბიზნესკლიმატზე?

0

ივლისში პარლამენტმა ელექტრონულიკომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანიცვლილებები, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიისმფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველისდანიშვნას ითვალისწინებს. კანონპროექტისგანხილვა დაჩქარებული წესით, ხმაურიანისაკომიტეტო მოსმენების ფონზე წარიმართა.

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელიუკრაინაში, დიპლომატი კურტ ვოლკერი BMG-სთანსაუბარში ამბობს, რომ კომუნიკაციების სექტორშიმიღებულ ახალ რეგულაციებს საქართველოსსაინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალიაქვს. ვოლკერის თქმით, არსებობს შეფასება, რომდაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების მიზანსკონკრეტული კომპანიის – “კავკასუს ონლაინისსანქცირება წარმოადგენდა.

კურტ ვოლკერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომკავკასუს ონლაინისახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტისგანხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც შეიქმნებაერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთანდააკვშირებს. ვოლკერის თქმით, ამ პროექტისგანხორციელება საქართველოს ინტერესში უნდაშედიოდეს, თუმცა ახალი რეგულაციის სახითმიღებული ცვლილებები არამხოლოდ ამ პროექტისგანვითარებას, არამედ ქვეყნის საინვესტიციოკლიმატსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნისსაინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიანმოვლენების განვითარებას. ერთი საკითხიაუშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კირეტროაქტიულად მისი გამოყენება იმტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულშიგანხორციელდა,”- განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან:
არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთანდაკავშირებით, რომ ის საკანონმდებლო პროცესი, რაც კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციისმიღებას უძღვოდა წინ იყო მოტივირებულიკომპანიაკავკასუს ონლაინისადა მისი ახალიმეწილის წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა თქვენცმსგავსი შეფასება?

შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, რომ პროცესინაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტოგანხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარმოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ესსაკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტულიკომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეცსაერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთებისსაგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათიინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვემიღებულია შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა ისთუ რა მოხდება მომავალში.

კავკასუს ონლაინის ახალი ინესტორი გეგმავსშექმნას ახალი ციფრული მარშრუტი ევროპას, კავკასიას და ცენტრალურ აზიას შორის დასაქართველო ამ პროექტის ერთ-ერთიშემადგენელი ნაწილი იქნება. თქვენი აზრითახალი ციფრული დერეფანის შექმნა რა გავლენასიქონიებს რეგიონის კომუნიკაციების სექტორზე?

– 12 წლის წინ საქართველო თავს რუსულიაგრესიისგან იცავდა. ეს პერიოდი კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს თუ რა სახის ზეწოლა უძღვოდა მას წინეს იყო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეებისგამოძევაბა, ქართული ღვინისთვის ბაზრის დაკეტვადა სხვა სანქციები. ამ მხრივ ახალი მარშრუტის დაახალი დერეფნის შექმნა, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე ირანს უვლის გვერდს ჩემი აზრითსაქართველოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს.

აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბატონიმეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ რეგიონულიციფრული ჰაბის პროექტის განვითარებისშეფერხება რუსული მხარისთვის შეიძლება იყოსხელსაყრელი. რას ფიქრობთ თქვენ ამასთანდაკავშირებით?

მიჭირს საუბარი იმის შესახებ თუ რა სახისმოტივაცია შეიძლება იდგეს ამ პროექტის შეჩერებისმცდელობის უკან. ჩემი აზრით მისი განხორციელებათავად საქართველოს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან ის ქმნის ციფრულ აბრეშუმის გზას, რაცსაქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისთვისარის მნიშვნელოვანი. ამ პროექტის განვითარებაასევე თანხვედრაში უნდა იყოს ევროატლანტიკურისაზოგადოების ინტერესებთან, რადგან ჩვენდაინტერესებული ვართ ვიხილოთ საქართველოსსუვერენეტიტეტის განმტკიცება ყველამიმართულებით.

სადავო ტრანზაქცია და დაჩქარებული წესითმიღებული კანონი

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელსკავკასუს ონლაინისმშობელი კომპანიის 49%-იანიწილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარიგადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვასაქართველოს კომუნიკაციების კომისიის დამთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისიამიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყოწინასწარ შეთანხმებული, რასაცკავკასუსითვისმკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაგარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდაშესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომკავკასუსისმეწილეთა რიგებში ცვლილებაგანხორციელებულიყო.

საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესითმიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევსკომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

კავკასუს ონლაინისმთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანიკაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღესსაქართველოს გლობალურ ინტერნეტთანწვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუNEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზებისშესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალიცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტისმიღების წყარო გახდება.

NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко испытала проблемы после снятия Рыбакиной с турнира в Риме






Tom's Hardware: Maxsun выпустила материнку B760 Micro-ATX с анимешной девочкой

Глава Дмитрова Илья Поночевный встретился с семьями бойцов СВО

Шоколадное дерево и уникальные клумбы: где в ЦАО можно полюбоваться цветами

Поздравление с Днем Победы жителям региона прислали томские бойцы из зоны СВО