Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

თენგიზ ცერცვაძე: გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს

0

ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა ,- ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

„ბოლო დროს, უცხოეთშიც და საქართველოშიც ექსპერტები ამბობენ, რომ თითქოს, დაავადების სიმძიმის პროფილი ძალიან შეიცვალა. გახშირდა ახალი კორონავირუსის შედარებით მსუბუქი შემთხვევები, მოიკლო მძიმე შემთხვევებმა და სიკვდილობამ – ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. მართალია, მსოფლიოში, საშუალო სიკვდილობის პროცენტმა მოიკლო 5%-დან 3.5% -მდე, მაგრამ ეს ზოგიერთი ქვეყნის ხარჯზე მოხდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი კორონავირუსი ნაკლებად სახიფათოა, ან ნაკლებად სასიკვდილო. ბევრ წამყვან ქვეყანაში, თუნდაც ისეთში, როგორიცაა საფრანგეთი, ინგლისი და ესპანეთი, სიკვდილობა 10%-ს აჭარბებს. სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელმა მსოფლიოში დაიკლო, მაგრამ არა იმდენად რომ იძლეოდეს თვითდამშვიდების საშუალებას.

საქართველოში ბოლო გარდაცვალება 28 ივლისს დაფიქსირდა, 20 დღე გავიდა და მას შემდეგ ჩვენ გვყავდა 22 მძიმე ავადმყოფი და 7 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მცდარია მოსაზრება, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა მსუბუქია, საშუალო სიმძიმის ან უსიმპტომოა. კვლავ რჩება დაავადების სიმძიმე, რაც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ.

28 ივლისის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. დანარჩენ მსოფლიოში კი სიკვდილობის შემთხვევა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს რომ კორონავირუსი მძიმე დაავადებაა და სერიოზულად მოვექცეთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მიკრო პიკები არ წარმოადგენს ნაციონალურ საფრთხეს.

„ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, არ გვექნება დაავადების ფართო გავრცელება. არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვების და საკარანტინო ღონისძიებების დაწესება. შემოვიფარგლებით ლოკალური ღონისძიებებით, როგორიც არის ყაზბეგში, მესტიაში და ქობულეთში. ხედავთ, აქედანაც, მხოლოდ მესტიის ჩაკეტვა გახდა საჭირო. ყაზბეგში და ქობულეთში ჯერჯერობით საკარანტინო ღონისძიებები საჭირო არ გამხდარა. ეს შედეგია არა დაავადების შემსუბუქების და გაკეთილშობილების, არამედ იმის, რომ საქართველოს ექიმები და სამთავრობო ვერტიკალი ყოველთვის კარგად მართავს ვითარებას. უკეთესად ისწავლეს ბრძოლა ამ ეპიდემიასთან. მყისიერად ხორციელდება საპასუხო ღონისძიება იქ, სადაც შემთხვევების მატება ფიქსირდება.

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პირბადეების მოხმარების კლება, ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა. ლენჯერში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, სწორედ ხალხმრავალ შეკრებას უკავშირდება. სოციალურ დისტანციასაც აღარ ვიცავთ ისე, როგორც ვიცავდით. უნდა გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს“,- განაცხადა ცერცვაძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Порядка 350 рабочих привлекли к строительству дороги в Одинцове

Монсон заявил, что его спортивная карьера практически завершена

Телеведущая Тина Канделаки опубликовала фото студенческих времен

Москва экспортирует сладости в 50 стран мира