Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

აშშ ემზადება დიპლომატიური დაპირისპირებისთვის გაეროში ირანისთვის სანქციების აღდგენის მიზნით

0
აშშ ემზადება დიპლომატიური დაპირისპირებისთვის გაეროში ირანისთვის სანქციების აღდგენის მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 19 აგვიტოს  განაცხადა, რომ აშშ „მალე“ შეეცდება აღდგეს ირანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სანქციები, რაც  ირანთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების აღსასრულს ნიშნავს, რასაც მოჰყვება გაეროს უშიშროების საბჭოს კრიზისი.   

აშშ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ 20 აგვიტოს პომპეო გაეროს ნიუ- იორკის შტაბბინაში უნდა მივიდეს, რათა ამცნოს უშიშროების საბჭოს, რომ სურს აამოქმედოს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების და მისი მხარდამჭერი, 2231-ე რეზოლუციის შემადგენელი მექანიზმი, რომელიც ირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ირანი სერიოზულად დაარღვევს შეთანხმების პირობებს. ამასთან, მექანიზმს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი, რომ რომელიმე მონაწილის ამგვარი გადაწყვეტილება, სურვილი, თეირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენისა, ვეტოს არ ექვემდებარება.  

აშშ-ის სადავო მცდელობა, კვლავ დაწესდეს ირანისთვის სანქციები, მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოში 14 აგვისტოს კენჭისყრას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი იარაღი ემბარგოს ვადის გახანგძლივების შესახებ. ემბარგოს ვადა ოქტომბრებში იწურება.

აშშ-მა დაიპირა, რომ არ დაუშვებს ირანის იარაღის ემბარგოს ვადის დასრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ბირთვული შეთანხმების თანმხლები რეზოლუციით. დიპლომატიურმა დარტყმამ ცხადყო, რამდენად იზოლირებულია აშშ გაეროში ამ საკითხში. მისი ინიციატივით შესული რეზოლუცია ვერ გავიდა, მას მხარი მხოლოდ დომინიკანელთა რესპუბლიკამ დაუჭირა, რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო  11-მა დანარჩენმა წევრმა, მათ შორის, ევროპელი მოკავშირეებმა, თავი შეიკავეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






С кем сегодня дружит Россия? Неутешительную правду озвучил Хазин

Меблировка от застройщика обойдется покупателям квартир на 30% дешевле, чем самостоятельная

Нижегородку, устроившую смертельное ДТП, заключили под стражу на два месяца

Прыгнул в реку с 50-метровой высоты: В Турции обнаружили тело туриста из России