Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

“ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფარობა, არაპროფესიონალიზმი, უტიფრობა, რომელიც ვერ გაიზარდა”

0

“თითქოს, NDI-ს მიმართ რევერანსებია, ამასთანავე, შეურაცხოფას აყენებენ და ერთ წინადადებაში ახერხებენ ამას”, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფარობა, არაპროფესიონალიზმი, უტიფრობა, რომელიც ვერ გაიზარდა. გადამწიფებული თინეიჯერია ეს პოლიტიკური ელიტა, რომელსაც, რაც აწყობს იმას იჯერებს და რაც თვითონ არ აწყობს, მის ხედვებს არ შეესაბამება, ეს ყველაფერი მისთვის ტყუილია. ოპოზიციაც ასე აზროვნებს, მარტო ხელისუფლებას არ ეხება ეს. ეს თავისთავად აბსურდია, როდესაც აცხადებ, რომ ნდობას უცხადებ ხელმძღვანელს, მაგრამ არ ენდობი მის თანამშრომელს – ძალიან სასაცილოა. მე NDI-ს ვენდობი, მაგრამ არ ვენდობი იმ ადამიანებს, ვინც მისი დაკვეთით კვლევას ატარებენ – ეს არის უხარისხო ვირეშმაკობა, უშინაარსო და უაზრო. თითქოს NDI-ს მიმართ რევერანსებია, მაგრამ, ამასთანავე, შეურაცხოფას აყენებენ და ერთ წინადადებაში ახერხებენ ამას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პროცესი ორეტაპიანია და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების ადმინისტრირების პროცესი.

„ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არჩევნების პროცესში სხვადასხვა ფორმით, მოსყიდვით, პროპაგანდით, კონტროლირებადი მედიის საშუალებით, ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვით, ვირტუალური დაპირისპირების პროპაგანდირებით, ბუნებრივია, ძალადობრივი მეთოდია, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ნაკადები დიდწილად განსაზღვრავენ საზოგადოების განწყობებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პირდაპირი და ირიბი მოსყიდვები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის არაჯანსაღ საარჩევნო ვითარებას. რა ხდება არჩევნების დღეს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ლაიტმოტივად გასდევს მთელს უახლეს ისტორიას და მასზე არცერთი ხელისუფალი უარს არ ამბობდა. ალბათ, ამაზეა საუბარი NDI-ს კვლევაშიც, რომ ადმინისტრირების ეტაპი არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Новак Джокович с позором вылетел с турнира в Риме






Число получающих поддержку МСП и самозанятых упало на треть

Белый дом запретил импорт российского урана

Горокруг Пушкинский откроет 13 детских лагерей к лету

Москва в День Победы