თენგიზ ცერცვაძის პრეტენზიებს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტი აბათილებს
ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის თებერვალშინება დართო ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკის2017-18 წლების მოგება, რაც მილიონ ლარზე მეტსშეადგენდა, დარჩენილიყო ცენტრის სარგებლობაში.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელს მინისტრისმოადგილე, გიორგი წოწკოლაური აწერს, კლინიკამსამინისტროს თანხის სარგებლობაში დატოვებისა დასადიაგნოსტიკო–სამკურნალო ტექნიკურიშესაძლებლობებისთვის გამოყენების თხოვნით, 2019 წლის 14 ნოემბერს მიმართა.
„თქვენი 2019 წლის 14 ნოემბრის №15/66189 წერილისპასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არგააჩნია, რათა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის“ 2017 და 2018 წლების მოგება – ჯამში 1 505 18700 ლარი დარჩეს ცენტრისსარგებლობაში და გამოყენებულ იქნესსადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკურიშესაძლებლობების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, ინფექციურმა საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეგვეწყვიტა Covid-19–ით დაავადებულიპაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარულიავადმყოფების მიღება. როგორც კლინიკისდირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონაგახდა.
მისი თქმით, გადაწყვეტილეის შესახებ არაერთგზისაცნობეს სამინისტროს.
„ინფექციური პათოლოგიის ცენტრს მუშაობა უწევდაექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში. შვიდიწლის ლოდინის შემდეგ, მთავრობისგადაწყვეტილებით, გადმოგვეცემა ახალი შენობა, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს დასჭირდება სულმცირე ერთი წელი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისიდღევანდელი განთავსების ადგილზე, ჰქონდესმინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები, პაციენტების მომსახურებისთვის“. – განმარტაცერცვაძემ.