Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

0

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. „ქართული ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატებზე შეჯერება მოახდინა.

პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც შემდეგ კანდიდატებზე მოხდა შეჯერება:

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი;

თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი;

ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;

კასპის მერობის კანდიდატი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;

თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;

ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ცოტნე ანანიძე;

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია – ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი“, – ნათქვამია განცხადებაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме






Свыше тысячи спортсменов стали участниками полумарафона в Коломне

«Спартак» не проигрывает на протяжении семи матчей

Гол Зобнина принес «Спартаку» победу над «Краснодаром» в матче РПЛ

В Москве жители дома две недели слышат мяуканье запертой в квартире кошки