Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ირინა სარიშვილი: 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა – მგონი ბოლომდე ვერ ვხვდებით რა მოხდა

0

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. შეგახსენებთ, დღეს 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით რაჭაში ერთი პირი დააკავეს.

“ყველაფრი აინტერესებს. ყველაფერში ცხვირს ყოფს. ზუსტად იცის, ვინ როდის ფენს და იღებს სარეცხს, ვინ ვისთან წევს – ეს ყველაფერი თავისი საქმე ჰგონია და საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს.
სამაგიეროდ მისი საქმე არაა, თუ სადმე ჩხუბს შენიშნავს, პატრულის გამოძახება; თუ ძლიერი სუსტზე ძალადობს, თავად ჩარევა ან პოლიციისთვის მიმართვა.
აი ეს გახლავთ ციციკორეების ქვეყნის რიგითი მოქალაქის მენტალიტეტი.
და ამ ციციკორეების ქვეყანაში ძალადობის პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილი 11 წლის ბავშვი, რომელმაც არც იცის რა არის სიკვდილი, ვერავისთან გასაქცევს ვერ ნახულობს და აქედან გარბის – თავს იკლავს!
11 წლის ბავშვი იკლავს თავს!
ეხლა დადექით მეზობლებო, ახლობლებო, ნათესავებო და წვრილად გაიხსენეთ, ვის როდის გესმოდათ ხოლმე ბავშვის ტირილი, მოძალადის გინება, ცემის ხმა! გაიხსენეთ როგორ გადააქნევდით ხოლმე თავებს ნწნწ–ს ძახილით და სერიალის ყურებას აგრძელებდით და მერე მარკეტში რიგში უყვებოდით ერთმანეთს რაც ნახეთ ან გაიგონეთ.

11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა – მგონი ბოლომდე ვერ ვხვდებით რა მოხდა თორემ რომ ვხვდებოდეთ მიწა უნდა გვქონდეს ფეხქვეშ გახეთქილი და აღარც უნდა ვიყოთ საერთოდ!”




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме






Бойцы войск теробороны Польши потеряли снайперскую винтовку BOR после учений

Родители смогут посмотреть документы детей в мобильном приложении «Мой id»

Вильфанд предсказал 20-градусное тепло в Москве

Как сложилась судьба актёров из фильма «Зимняя вишня»