Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ომბუდსმენი: ხაზი უნდა გაესვას მათ პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა და დატოვა ბავშვი მოძალადის ხელში

0
ომბუდსმენი: ხაზი უნდა გაესვას მათ პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა და დატოვა ბავშვი მოძალადის ხელში

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან:

მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით;

არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს;

სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა;

ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას;

არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა;

არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება;

ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში.

ომბუდსმენმა ფეისბუკზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავა. 

23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 2009 წელს დაბადებული ბავშვი. გამოძიების ინფორმაციით, მამა არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Новак Джокович низко оценил свою готовность к «Ролан Гаррос» и Олимпиаде-2024






Очистные сооружения «Пучково» реконструируют в поселении Первомайское

Дептранс: В Москве с начала года изъяли 800 машин такси из-за нарушений

Джо Байден подписал закон о запрете импорта обогащенного урана из России

У арестованного в Москве гражданина США нашли 49 свертков с наркотиками