Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ციხანოუსკაიას შეხვდა

0
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ციხანოუსკაიას შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგანი 24 აგვისტოს ლიეტუვაში შეხვდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები 9 აგვიტოს საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბიგანმა, მისი მიზანი იყო , „შეეტყყო ბელარუსი ხალხის აზრი და მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ის იმისათვის, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ბედი“.  მისი თქმით, ციხანოუსკაიამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ კრიზისი ბელარუსში პოლიტიკური გზით მოგვარდება. მის თანახმად, ვაშინგტონი არ ჩაერევა მოვლენათა განვითარებაში, რადგან ეს ბელარუსი ხალხის საქმეა.

ციხანუოსკაიას შტაბმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერისთვის. ციხანოუსკაიამ თქვა ასევე, რომ მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თვით საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით.

ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება განმეორებითი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ ძალადობის გამოძიება.

აშშ-მა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ ცნო.

აშშ-მა ასევე განსაჯა ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

24 აგვიტოს ბელორუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დაკავა. წინა დღით მინსკში, ასევე სხვა ქალაქებში, გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაციები, რომელთა დროს პოლიციას ძალა არ უხმარია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме






В контакт-центре Стройкомплекса обработали почти 200 тыс. запросов за 7 лет

Столичный бизнес предложил оформлять витрины и фасады с учетом сезонов

Еще 7 участков дорог отремонтируют в Химках летом

Лучшие органные произведения Баха и Букстехуде прозвучат на концерте в Пскове