Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს

0
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს თხოვნით, წესი აუგონ მიცვალებულს.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბავშვი მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, შესაძლოა, მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა.

„შეიძლება სულაც არ მოუკლავს თავი. არ ვიცი, ღმერთის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი... თუ ბავშვმა მართლა მოიკლა თავი, ეს გააკეთა სტრესის გამო, ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება და ჩემს პატარას წესი აუგონ და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან“, - უთხრა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ გარდაცვლილის ბებიამ, როზა ბოგვერაძემ.

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფის გიორგი შალამბერიძის თქმით, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, ეკლესია წესს ვერ აუგებს და ვერც გამონაკლისს დაუშვებს.

„თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში... 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის მამა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Казахстан узнал еще одну печальную новость после сюрприза Рыбакиной






Заплатить придется до 3 000 рублей. Водителям напомнили о желтой разметке

Танцоры из Асбеста выступят в Москве

Соседей заставят платить за услуги ЖКХ в пустующих квартирах: новые правила расчета

Северное сияние после сильнейшей магнитной бури