Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებელი უარყოფს, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკება მომავალ კვირას დაიწყება

0
თალიბანის მთავარი მომლაპარაკებელი უარყოფს, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკება მომავალ კვირას დაიწყება

აბდულა აბდულამ, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკებები მომავალ კვირას დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თალიბანის, ისე ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

თუმცა, თალიბანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად აბას სთანიქზაიმ, იმავე დღეს, მოგვიანებით, როიტერისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ სექტემბრის დამდეგისთვის ავღანეთის მთავრობასთან არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ იგეგმება.

აბდულამ, ავღანეთის ერთიანი მთავრობის ყოფილმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ავღანეთის სამთავრობო გუნდი სრულიად მზად არის თალიბანთან მოლაპარაკებებისთვის. 

26 აგვისტოს, თალიბანმა განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი, 20 წევრიანი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია თალიბანის წარმომადგენლობაზე როგორც შიდა-ავღანურ მოლაპარაკებებზე, ისე შემდგომ მოლაპარაკებებზეც შეერთებულ შტატებთან.

სთანიქზაიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის სათავეში ჩაუდგება ამ ახალ განყოფილებას, რომლის ამოცანაა ადგილისა და დღის წესრიგის არჩევა შიდა-ავღანური მოლაპარაკებებისთვის, რაც ნაწილია თალიბანსა და ამერიკის დესპანთა შორის ადრინდელი შეთანხმებისა, რომლის მიზანია ავღანეთში ომის დასრულება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Казахстан узнал еще одну печальную новость после сюрприза Рыбакиной






Марья Лиивала стала новым послом Финляндии в России

Экономист Норфилд: Россия и Китай создают альтернативный мир, ослабляющий Запад

Астрологи назвали пять знаков зодиака, которые никогда не извиняются

«Удовлетворить тягу Путина к помпезности». Зачем лидеры Центральной Азии ездили на парад в Москву