Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაზე ასეულობით პირი დააკავეს

0
ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაზე ასეულობით პირი დააკავეს

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაში, სულ, სამართალდამცველების შეფასებით, 38 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დაკავებულია ასობით პირი.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადგილზე შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

"უნტერ დერ ლინდენზე", რუსეთის საელჩოსთან, ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორის, ანდრეას გაიზელის თანახმად, პოლიციელებს დემონსტრანტებმა ბოთლები და ქვები დაუშინეს. ცნობით, საელჩოსთან შეკრებილების რიცხვი ორი ათასამდე იყო.

გაიზელის თანახმად, დღის განმავლობაში დააკავეს 300-მდე პირი. თავყრილობაზე „გამარჯვების სვეტთან“ დემონსტრაციის ორგანიზატორი გაერთიანების,  „Initiative Querdenken-ის“ (ინიციატივა არატიპიური აზროვნება) ლიდერმა მოითხოვა ვირუსისგან დამცავი ყველა ზომის გაუქმება და მთავრობის გადადგომა. პოლიციის ცნობით, იქ შეკრებილების რიცხვი 18 ათასამდე იყო.

ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქის მმართველობის ადრინდელმა გადაწყვეტილებამ, არ დაერთოთ ნება ამგვარი მსვლელობის მოსაწყობად. თუმცა ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბოლო წუთში მიიღო გადაწყვეტილება და დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, მსვლელობისას მოჩანდა რუსული და ამერიკული დროშები, ასევე უკრაინის სეპარატისტული რეგიონის, ისევე როგორც, ლგბტ-თემის ალმები.

ამის ფონზე, ევროპის ქვეყნებში კოვიდის შემთხვევათა რიცხვი იზრდება. ადრე ბერლინში გამართული ამგვარი დემონსტრაციის მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას და არ ეკეთათ ნიღბები.

დემონსტრანტები, 29 აგვისტოს, სააგენტო დე-პე-ას თანახმად, სხვათა შორის, გაიძახოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში თავისუფლების მოძრაობის დროინდელ ლოზუნგებს: „გახსენი ჭიშკარი!“ და „ხალხი ჩვენ ვართ!“. ცნობით, დემონსტრანტებს, რომლებიც რაიხსტაგის შენობაში შეჭრას ცდილობენ, სადაც გერმანიის პარამენტს, ბუნდესტაგს, უდევს ბინა, პოლიციამ გადაუღობა გზა.

გერმანიაში, რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს, კორონავირუსის ინფექციის 242 ათასი შემთხვევაა აღნუსხული. კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 9290-ია. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 213 200-ია.

მთელ მსოფლიოში, სულ, ინფიცირებულთა აღნუსხულმა რაოდენობამ 25 მილიონს მიაღწია, ჩინეთში შარშან ვირუსის გაჩენის შემდეგ. კოვიდმა იმსხვერპლა 835 ათასი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.უნგრეთსა და საფრანგეთში შემთხვევათა ზრდას ამ ქვეყნებში ახალი შეზღუდვების შემოღება მოჰყვა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады






"Спартак" лишился математических шансов выиграть Российскую премьер-лигу

Журналисты узнали, как живут вне России дети Марии Голубкиной и Николая Фоменко

Сардаана Трофимова едет на Олимпиаду в Париж

В Подмосковье в ночь на воскресенье ожидаются заморозки до минус 1 градуса