Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

მონტენეგროელები არჩევნებზე მიდიან - გამოცდა პრო-დასავლური მთავრობისთვის  

0
მონტენეგროელები არჩევნებზე მიდიან - გამოცდა პრო-დასავლური მთავრობისთვის  

მონტენეგროელები 30 აგვისტოს საარჩევნო უბნებისკენ მიემართებიან, რათა საპარლამენტო არჩევნებში  - მრავალრიცხოვან, ერთმანეთის კონკურენტ კოალიციათა და პარტიათა შორის გააკეთონ არჩევანი.

სავარაუდოდ, ვერც დიდი ხნის განმავლობაში მმართველი პრო-დასავლური სოციალისტების დემოკრატიული პარტია (DPS) და ვერც წამყვანი ოპოზიციური პრო-რუსული და პრო-სერბული დემოკრატიული ფრონტი (DF) ვერ მოიპოვებს უმრავლესობას 81 ადგილიან პარლამენტში.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ამომრჩეველთა 51.5 პროცენტის გამოცხადება საარჩევნო უბნებზე შუა დღისთვის, რაც ოთხი წლის წინანდელი არჩევნების იმავე დროს დაფიქსირებულ 39.9 პროცენტზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.

თემას კამპანიისა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, უმეტესად ინტერნეტის და სოციალური მედიის მეშვეობით ჩატარდა, წარმოადგენდა რელიგიური კანონმდებლობა, რომელიც, როგორც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, მას ქონებას დააკარგვინებს.  მონტენეგროს ოფიციალურმა პირებმა ეს ბრალდებები  არაერთხელ უარყვეს.

კამპანიის განმავლობაში, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა მოიაზრებოდა, როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის - პირველ რიგში, დემოკრატიული ფრონტის - მამოძრავებელი ძალა. მთავრობის კამპანიის ძირითადი მიმართულება ეკლესიისა და მისი მხარდამჭერი ოპოზიციისკენ იყო.  საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Синоптик Шувалов прокомментировал «майские морозы» в регионах России

День просидели в аэропорту: в Сочи задержали вылет в Стамбул на 14 часов

Защищавший гостайну генерал Кузнецов получил огромную взятку

Бесплатные автобусы до столичных кладбищ запустили на Радоницу