Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, პომპეომ გამოხატა აშშ-ის შეშფოთება უკრაინაში ჩინური ინვესტიციის თაობაზე

0
ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, პომპეომ გამოხატა აშშ-ის შეშფოთება უკრაინაში ჩინური ინვესტიციის თაობაზე

სახელმწიფო დეპარტამენტის 29 აგვისტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ჩინეთის მცდელობის გამო, შეისყიდოს უკრაინის ძრავების საწარმო.

პომპეომ, 26 აგვისტოს, ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოხატა „საზიანო ზრახვის" შესახებ ჩინურ ინვესტიციასთან დაკავშირებით უკრაინაში - პეკინის მცდელობის ჩათვლით, მოიპოვოს ძრავების მწარმოებელი „მოტორ სიჩი“, აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში.

შეერთებული შტატები ადრე ეწინააღმდეგებოდა ჩინეთისთვის სტრატეგიული კომპანიისა და მისი მოწინავე ტექნოლოგიის შესაძლო მიყიდვას.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები განიხილავდნენ შესაძლებლობას, შეესყიდათ „მოტორ სიჩი“, თავდაცვის მრეწველობისთვის ავიაძრავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში.

„მოტორ სიჩი“ მისი გენერალური დირექტორის, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევის კერძო საკუთრებაშია. გავრცელებული ცნობით, ის დათანხმდა, მიეყიდა თავისი აქციების დიდი ნაწილი ჩინური კომპანიებისთვის, თუმცა ამ მორიგებას ჯერ არ მიუღია თანხმობა უკრაინის ხელისუფლებისგან. ორტაგუსმა აღნიშნა, რომ პომპეომ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს ვითარება ბელარუსში, უკრაინის ძალისხმევა კოვიდთან ბრძოლაში, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობები და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა ყირიმში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Хачанов проиграл Табило в 1/8 финала «Мастерса» в Риме






Третье место заняли псковские спортсменки на всероссийских соревнованиях по пилонному спорту

Новая афера Остапа Бендера: в Москве фокусник украл у девочки золотые украшения

Терминал для сортировки грузов построят в Дмитрове

Зиновьева рассказала о свободных площадях для бизнеса в Подмосковье