Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

ერთი ადამიანი მოკლეს აშშ-ში, პორტლენდში დაპირისპირებულ დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას

0
ერთი ადამიანი მოკლეს აშშ-ში, პორტლენდში დაპირისპირებულ დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას

ერთ ადამიანი მოკლეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მემარცხენე ფრთის ჯგუფების საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში.

ინციდენტი მოხდა 29 აგვისტოს, როცა ტრამპის მომხრეები, დაახლოებით 2500 პირი, ავტომანქანების კოლონით ქალაქში მოძრაობდნენ და დაპირისპირება მოუვიდათ მოძრაობის „შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტებთან.

ხელისუფლებას მსხვერპლის ვინაობა არ გაუმხელია და არც დაუზუსტებია, დაკავშირებული იყო თუ არა სროლა უშუალოდ შეტაკებასთან.

მინესოტაში აფრიკელ-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ, პორტლენდი პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ ხშირი პროტესტის ადგილი გახდა.

შეტაკებები მოხდა პოლიციელის მიერ აფრიკელ-ამერიკელი კაცის მძიმედ დაჭრის შემდეგ კენოშაში, უისკონსინში, გასულ კვირას. ამას მოჰყვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ძალადობაში გადაიზარდა. მიღებული ჭრილობების შედეგად 29 წლის ჯეიკობ ბლეიკი წელს ქვემოთ პარალიზებულია.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 სექტემბერს გეგმავს კენოშაში ჩასვლას, იქ სამართალდამცველებთან შეხვედრას და არეულობის შემდგომი ზარალის შეფასებას, იტყობინება თეთრი სახლი.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ კენოშაში, ძალადობის შეჩერებას ხელი შეუწყო. უისკონსინი მნიშვნელოვანი შტატია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამ შტატში 2016 წელს ტრამპმა მცირე უპირატესობით მოიგო კენჭისყრა და, მიმომხილველთა თანახმად, წელს აუცილებლად დასჭირდება იქ გამარჯვება, რათა შეინარჩუნოს პრეზიდენტის თანამდებობა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Кто транслирует бой Табило против Джоковича на турнире Rome Masters 1000?






Двое нижегородцев рекомендованы к поступлению в ГИТИС по итогам образовательного проекта МТС

МБМ проводит интенсив по продвижению в интернете ...

Вдвое из ларца: ставку по семейной ипотеке для заемщиков с детьми от шести лет могут повысить до 12%

Сергей Собянин: Обеспечим ученикам комфортные условия