Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების 22-ე დღეს მინსკში დემონსტრაცია გრძელდება

0
საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების 22-ე დღეს მინსკში დემონსტრაცია გრძელდება

ბელარუსში საპრეზიდენტო სადავო არჩევნებიდან 22-ე დღეს, 30 აგვისტოს, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები.

ხელისუფლებამ ღამით ლითონის ღობეები აღმართა მინსკის დამოუკიდებლობის მოედანსა და ქალაქის ცენტრის სხვა ნაწილებში გამოსვლების მოლოდინში, რომლებიც მიმართულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რადგან ისინი მანიპულირებულ იქნა პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ.

29 აგვისტოს მინსკში მსვლელობა მოაწყო დაახლოებით ათი ათასმა ადმიანმა, ძირითადად ქალებმა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

29 აგვისტოს ბელარუსის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ სულ მცირე, 17 უცხოელ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, ჩამოართვა აკრედიტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საფუძველზე იქნა მიღებული.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მედიის „დაშინების და ხელის შეშლის ნაცვლად, ხელისუფლებამ უნდა უსმინოს და უპაუხოს სურვილებს და სწრაფვას ბელარუსის ხალხისა, რომელიც ამას უმაგალითოდ და მშვიდობიანად გამოხატავს".

სამი კვირის განმავლობაში დემონსტრაციები და გაფიცვები პრეზიდენტ ლუკაშენკას უდიდესი გამოწვევა იყო მისი 26 წლიანი მმართველობის განმარვლობაში. გასულ კვირას ასი ათასი ადამიანი გავიდა მინსკშის ქუჩებში მიუხედავად პოლიციის სასტიკი ქმედებისა და დაკავებულების მიმართ ძალადობისა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Baza: Поезд сошел с рельсов в Волгоградской области из-за атаки дрона

Зоопарк Удмуртии передал Приамурью яйца с эмбрионами японских журавлей

Антонов: запрет США на импорт урана из РФ приведет к экономическим потрясениям

В Москве презентован сборник произведений русской писательницы на армянскую тематику «Араратское время»