Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2022

უკრაინის რადის თავმჯდომარე 10-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დეპუტატს მადლობას უხდის

0
უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი 10-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წევრებს მადლობას უხდის. მისი მადლობა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, გრიგოლ ვაშაძესაც, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტის ხელმომწერი.


ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან აცხადებენ, რომ "ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ, რადგან უკრაინა დგას ჩვენთვის" და სამ აუცილებელ პუნქტს აყენებენ:



"უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის მხარდაჭერა - საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფა და უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ტექნიკის გადაადგილების შესაჩერებლად. ეს შეიძლება გაკეთდეს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის მიწოდებით".
"ჰუმანიტარული დახმარების გაწევა - შესაძლებელი გახდეს საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება უკრაინის ქალაქებში, რომლებიც იბომბება. ასევე, დაჭრილებისა და ლტოლვილების გადარჩენა";
"უკრაინის ბირთვული ობიექტების დაცვა, რადგან საფრთხე ექმნება ყველა მეზობელ ქვეყანას".


"მე გულწრფელად მადლობელი ვარ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს", - წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი "ფეისბუკზე".




უკვე 26-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса