Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2022

უკრაინის დაზვერვა: პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სამზადისი უკვე დაწყებულია, მისი სავარაუდო შემცვლელების ვინაობამ მედიაში გაჟონა…

0

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, პუტინის ძალაუფლებისგან ჩამოშორების სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

“რუსეთმა საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოვიდეს ომიდან და არ დაიშალოს. ამისთვის საჭირო იქნება რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებისგან ჩამოშორება,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN-ი, უკრაინის დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის გადარჩენა სწორედ ხელისუფლების შეცვლაში მდგომარეობდეს.

“რუსეთს ახლა გაჩერება არ შეუძლია, ვინაიდან ეს მის განადგურებასა და დაყოფას მხოლოდ დააჩქარებს. რუსეთმა თავად მოიმწყვდია თავი ჩიხში, მაგრამ იქიდან გამოსვლა რეალურია. ეს არის აღიარება, რომ ეს ყველაფერი შეცდომით მოხდა, 1991 წლის ადმინისტრაციული საზღვრიდან გასვლა და მთელ სამყაროსთან დიალოგის დაწყება,” – ამბობს ბუდანოვი.

მისი განმარტებით, პუტინის ხელისუფლებისგან ჩამოშორების სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

“არის მეტოქეობა, ეს არ არის ერთი კანდიდატი (პუტინის მემკვიდრედ), ისინი რამდენიმე არიან. მათგან რამდენიმეზე მედიაში ინფორმაციამ გაჟონა, რამდენიმეზე კი არა,” – ამბობს დაზვერვის ხელმძღვანელი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უფრო ხშირად ისმის პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, ხელისუფლებას ჩამოაშორონ, ან მოკლან კიდეც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეჟიმი, შესაძლოა, გადატრიალებით დაიშალოს. კერძოდ კი, შესაძლოა, პუტინი დაარწმუნონ თანამდებობიდან გადადგეს, რათა რუსეთს სანქციების ნაწილი მოეხსნას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв стал победителем «Мастерса» в Мадриде






Поклонники в печали! Анастасию Волочкову засняли на Мальдивах в трауре

Кожно-венерологический диспансер Подмосковья отпразднует годовщину Победы в ВОВ

Одна из целей неофашистского Азербайджана - уничтожение Христианства

Никол Пашинян наговорил перед разговором // Премьер-министр Армении и президент России обсудят двусторонние разногласия