Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 02.10.2022

თეირანის უნივერსიტეტში შეტაკება მოხდა სტუდენტებს და უშიშროების ძალებს შორის

Radiotavisupleba.ge 

თეირანის უნივერსიტეტში ირანის უშიშროების ძალებსა და სტუდენტებს შორის შეტაკებაში მოხდა. ირანში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ქალის პატიმრობაში სიკვდილთან. მაჰსა ამინი, 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ზნეობის პოლიციამ რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავა თავსაბურავის ზედმეტად თავისუფლად ტარების გამო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ირანში საზოგადოება ავლენს რისხვის იშვიათ აფეთქებას. გამოსვლებში განსაკუთრებით აქტიურობენ ირანელი ქალები. 2 ოქტომბერს სოციალურ... Читать дальше...

მედია: აშშ-ის სენატმა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი დოლარი დაამტკიცა

News.ge 

აშშ-ის სენატმა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი დოლარი დაამტკიცა. ამის შესახებ ნიუ-იორკის 45-ე საარჩევნო ოლქის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ბორის პინკუსმა განაცხადა. “რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს სენატმა დაამტკიცა 350 მილიარდი დოლარი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. და ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მეტიც, მარშალის გეგმა, რომელიც შემუშავდება, მოიცავს ევროპის ყველა ქვეყნის ყველაზე აქტიურ მონაწილეობას. უკრაინას უკვე დღეს, მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება ომი, ...

ლევან თაქთაქიშვილი: ნუთუ არ შეიძლებოდა, აქამდე მიგვენიჭებინა? თან ისიც ვიცით, რომ …

News.ge 

“აჯილდოვებ საპატიო მოქალაქის წოდებით ხალხს, რომელიც ძლივს ადის სცენაზე, ზოგი ვერ მივიდა და ლოგინსაა მიჯაჭვული. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ათი… ბრწყინვალეები, საკრალურნი, ვალმოხდილნი და ფიქრობ, ნუთუ არ შეიძლებოდა, აქამდე მიგვენიჭებინა? თან ისიც ვიცით, რომ წინა წლებშიც ასეთი ხანშიშესულნი იყვნენ. ხო! ნუ, რას იზამ! ყოჩაღ, მერია! სწორია! მოღვაწეობის შემოდგომაზე მოსავალი მიიღეს! ყოჩაღ, ვამაყობ, მაგრამ ბოლოს …. ...

გიორგი გამსახურდია: ეს 10 წელი არის მშვიდობა, ეს 10 წელი არის განვითარება, ეს 10 წელი არის ეკონომიკური სტაბილურობა

News.ge 

გიორგი გამსახურდიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-წლიანი პერიოდი შეაფასა. ამ თემაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „თუ რამე შეიძლება გამოვიტანოთ მთავარი აი ამ 10 წლის განმავლობაში, ეს არის მშვიდობა და განვითარება. სამოქალაქო მშვიდობა არის ფაქტი. ეს 10 წელი არის მშვიდობა, ეს 10 წელი არის განვითარება, ეს 10 წელი არის ეკონომიკური სტაბილურობა“, – ...

სააკაშვილი: რუსი წვევამდელების მასობრივი ჩასვლა საქართველოში შეუქმნის დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს ამ პატარა ქვეყანას

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ექვსწლიან პატიმრობას იხდის საქართველოში, თავის განცხადებაში, რომელიც წვევამდელი ასაკის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გაქცევას ეხება, აცხადებს, რომ „რუსი წვევამდელების მასობრივი ჩასვლა საქართველოში შეუქმნის დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს ამ პატარა ქვეყანას“. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მეორე მხრივ, ის არ არის მზად განსაჯოს „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეუშვას ისინი, რადგან რაც უფრო მეტი მათგანი ჩავა საქართველოში, ...

რატომ სჭირდება ადამიანს ენერგია

News.ge 

სიარული, ვარჯიში, მუშაობა, საკვების მიღება, ძილი, საყვარელი საქმის კეთება, ყველანაირი ქმედება, თუნდაც უმნიშვნელო და მარტივი მოითხოვს ენერგიას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში, ქსოვილებს აღდგენაში, გონებას მუშაობაში ეხმარება. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ცხოვრება. ენერგია გვაკავშირებს როგორც გარე, ისე შინაგან სამყაროსთან. მენტალური აქტივობები, მაგალითად, კითხვა, ახალი ენის შესწავლა, დავალების შესრულება, კროსვორდები, ფაზლები, გონებრივი გამოწვევები ...

ალეპოს ციტადელი – მსოფლიოს უძველესი და უდიდესი სასახლე

News.ge 

ალეპოს ციტადელი, რომელიც დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს სასახლედ ითვლება, ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებში იყო ცნობილი. მთელი ამ უზარმაზარი ისტორიის განმავლობაში იგი სხვადასხვა ეროვნების მქონე მმართველთა მფლობელობაში გადადიოდა, მათ შორის იყვნენ ბერძნები, ბიზანტიელები და ოსმალები. როდესაც რომის იმპერია ორ ნაწილად გაიყო, ალეპო ბიზანტიის საზღვრებში მოექცა. სასანიდების შემოტევების დროს მოსახლეობა სწორედ ციტადელს ...

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შეხვედრა გენდერული თანასწორობის თემაზე

News.ge 

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მოიცავდა მნიშვნელოვან დისკუსიას გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მანჩესტერში ამ თვის დასაწყისში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო სამიტზე, რვა დელეგატთან ერთად.  შეხვედრის მოდერატორი ირლანდიელი მწერალი და აქტივისტი სინეად ბურკი იყო, რომელიც მეგანმა აირჩია ბრიტანული Vogue-ის ნომრის “Forces for Change”-ის ერთ-ერთ ვარსკვლავად 2019 წელს. ...



კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 20 ადამიანს მიანიჭა, მათ შორის არის დემნა გვასალია

News.ge 

თბილისობისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 20 ადამიანს მიანიჭა, მათ შორის არიან Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, რეჟისორი ელდარ შენგელაია, პოეტი ვახტანგ ჯავაძე, მსახიობი თენგიზ არჩვაძე და აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერი ჰასან ჰასანოვი. დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქედ კახა კალაძემ წარადგინა და თქვა, რომ “თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი ...

დემნა გვასალია: ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე უნდა ეყოს, თავისი ნამდვილი იდენტობა რომ იპოვოს (ვიდეო)

News.ge 

“ყუთები, იარლიყები და იარლიყმიწებებულს ყუთში მოთავსება მძულს. საზოგადოებაში, ინტერნეტში და, ზოგადად, მსოფლიოში კი ამის გაკეთება უყვართ, რადგან ასე თავს დაცულად გრძნობენ. ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე უნდა ეყოს, თავისი ნამდვილი იდენტობა რომ იპოვოს და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე ბრძოლაა ამ გამორჩეული იდენტობის დასაცავად. რაც უფრო ცდილობ, საკუთარი თავი იყო, მით მეტად გხვდება სახეში მუშტი. ...

8 ფოტო მანანა აბაზაძის არქივიდან (ვიდეო)

News.ge 

ვინ და რა გაახსენდა მერის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“, სუხიშვილების მოცეკვავეს და იღბლიან ადამიანს მანანა აბაზაძეს, როცა მას თავისი ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?

ღარიბაშვილი: პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში

News.ge 

გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ, უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში – ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავარ ოცნებას და ...

ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე: სიტყვა გაექცა, შეცდომა დაუშვა, წამოსცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა და ახლა ცდილობს თავის მართლებას

News.ge 

სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ყოფნისას ევროპარლამენტარმა ვილოა ფონ კრამონმა თქვა, რომ თითქოს ამერიკელი პარტნიორები ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილეობდნენ რომელშიც ივანიშვილის დასანქცირებაზე იყო საუბარი. ეს ინფორმაცია „იმედთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უარყო. ამ თემაზე „იმედის კვირა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გაესაუბრა. „სიტყვა გაექცა, შეცდომა დაუშვა, წამოსცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა და ახლა ...

ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა

News.ge 

„იმედის კვირა“ საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლის თემით დაინტერესდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს. ბოლო დღეებში კი შემომსვლელთა ნაკადმა პრაქტიკულად განახევრდა. „მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და დაუბრუნდა წინა პერიოდის ნიშნულს და მერყეობს 6 ...

ელისო ბოლქვაძე: ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა, ყველაზე დიდი კულმინაცია

News.ge 

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი, ელი­სო ბოლ­ქვა­ძე აცხა­დებს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ის მო­ვი­და რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იდე­ე­ბის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ბოლ­ქვა­ძემ “შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან” ისა­უბ­რა. “ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან [ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა] მო­ვე­დი და პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, მე მო­ვე­დი რო­გორც ბა­ტონ ბი­ძი­ნას იდე­ე­ბის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი. ასე ვთქვათ ჩემი შთა­გო­ნე­ბა არის ეს”, – ამ­ბობს ბოლ­ქვა­ძე. კი­თხვას – თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს ...

რუსეთის "ეფესბე" უკრაინასთან ტყვეთა ბოლო გაცვლის წინააღმდეგი იყო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა ბოლო გაცვლის წინააღმდეგი იყო. ამ გაცვლისას მარიუპოლში დატყვევებული უკრაინული "აზოვის" პოლკის მეთაურები გაათავისუფლეს. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ყურად არ იღო სპეცსამსახურის აზრი და გაცვლა დაამტკიცა. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Washington Post-ი, რომელსაც მოჰყავს აშშ-ისა და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირთა სიტყვები, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს. გაზეთი შეგვახსენებს, რომ გაცვლის დროს, 21 სექტემბერს... Читать дальше...

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ბულგარელებმა ხმა მისცეს საყოველთაო არჩევნებში, რომელიც მეოთხეა უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, მმართველი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი დაპირისპირებისა და რთული მოლაპარაკებების შემდეგ. თითქმის 7 მილიონიანი ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება 2020 წლიდან, როცა მთელ ქვეყანაში საყოველთაო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რადგან მრავალწლიანი კორუფციის გამო საზოგადოების რისხვამ ამოხეთქა. ამ უკმაყოფილების დიდი ნაწილი მიმართული იყო ხანგრძლივი ლიდერის, ბოიკო ბორისოვისა და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის... Читать дальше...

სომხეთი ბაქოს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში გამოძიება მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში სდებს ბრალს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. სომხეთის მედიის ცნობით, „ტელეგრამის“ არხებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სამხედროების დახვრეტა უნდა იყოს ასახული. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ვიდეომასალა ადასტურებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს, მათ შორის სომხეთის სამხედროების სასამართლოს დასკვნის გარეშე სიკვდილით დასჯას, ჯარისკაცების, მათ შორის, ქალების წამებას.“ „სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს... Читать дальше...

დოროყაშვილის მიმოწერა ბასილაშვილთან – ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე

News.ge 

სააგენტო Prime Time ავრცელებს მასალას, სადაც ვკითხულობთ, თუ რას სწერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს. როგორც აღნიშნული წყარო წერს, საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებებთან ერთად დევს სატელეფონო და ინტერნეტ მიმოწერა და მათთვის ამ მიმოწერის შინაარსი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი: “შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა… გველის ნაკბენი რჩება და შენი ...

Новости России
Москва

Врач Пылев: склонность к получению солнечных ожогов связана с риском рака кожи


რომის პაპმა ფრანცისკე: ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი

News.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს ომი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი ღია იყოს მოლაპარაკებებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ღრმად წუხს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო. „ღრმად ვწუხვარ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში, შემდგომი ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს ზრდის ბირთვული ესკალაციის რისკს, რაც იწვევს მთელ მსოფლიოში უკონტროლო ...

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა (ფოტოები)

News.ge 

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ელისო ვირსალაძე წარდგა. დასკვნით კონცერტის სოლისტმა ალექსანდრ რამმა შეასრულა შუმანის – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ. 129 ლა მინორი; თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელმა, ელისო ვირსალაძემ – შოპენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #1 თხზ. 11 მი მინორი. ერთკვირიანი პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, მასტერკლასებსა და ...

თეთნულდზე დაკარგული მთამსვლელები გარდაცვლილები იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს, თუმცა უწყებას ჯერ  ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ამბავი ერთ-ერთი დაკარგული მთამსვლელის მეუღლემ გაავრცელა და დაწერა, რომ ალპინისტები 6 დღე არ დაკავშირებიან ოჯახის წევრებს. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი. მედიასთან საუბარში ფაქტი... Читать дальше...

თბილისში მოკლული 65 წლის კაცის შვილი: იმ ადამიანს რა მოელანდა და სრულიად უმიზეზოდ 39 ჭრილობა მიაყენა

News.ge 

თბილისში მოკლული 65 წლის კაცის შვილი “მთავარ არხთან” ჰყვება, რომ გარდაცვლილს სხეულის არეში 39 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. რას მოყვა დაპირისპირება უცნობია. როგორც მოკლულის შვილი ამბობს, 1 ოქტომბერს საღამოს ბრალდებულმა მოკლული სახლში შეიპატიჟა, სადაც მკვლელობა მოხდა. “სამსახურს რომ მორჩა სახლისკენ ჩამოდიოდა და ეს პიროვნება ქუჩაზე დახვდა. შეიყვანა თავისთან სახლში და სუფრაზე მიიპატიჟა. შემდეგ იქ პროცესში არ ...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

News.ge 

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების დროს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს,რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 01 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს... Читать дальше...

უკრაინის დაზვერვა: პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სამზადისი უკვე დაწყებულია, მისი სავარაუდო შემცვლელების ვინაობამ მედიაში გაჟონა…

News.ge 

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, პუტინის ძალაუფლებისგან ჩამოშორების სამზადისი უკვე მიმდინარეობს. “რუსეთმა საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოვიდეს ომიდან და არ დაიშალოს. ამისთვის საჭირო იქნება რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებისგან ჩამოშორება,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN-ი, უკრაინის დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать






Экс-замминистра получила семь лет колонии из-за музея мороженого

В Москве возведут более 160 объектов по программе создания мест приложения труда

Нутрициолог Савельева объяснила, чем кулич из магазина вреднее сделанного дома

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже дорогостоящих брендовых сумок