Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2022

რომის პაპმა ფრანცისკე: ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი

0

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს ომი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი ღია იყოს მოლაპარაკებებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ღრმად წუხს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო.

„ღრმად ვწუხვარ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში, შემდგომი ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს ზრდის ბირთვული ესკალაციის რისკს, რაც იწვევს მთელ მსოფლიოში უკონტროლო და კატასტროფული შედეგების შიშს“, – განაცხადა მან.

რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვა „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის „ღია იყოს მშვიდობისთვის სერიოზული წინადადებებისთვის“.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო.

”მეორე მხრივ, მივმართავ თანაბრად იმედისმომცემი თხოვნით უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის”, – დასძინა მან.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „გააკეთოს ყველაფერი, რათა დასრულდეს ომი, სახიფათო ესკალაციაში ჩათრევის გარეშე“ და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების ნებისმიერ მცდელობას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко






МИД Белоруссии: Минск и Москва обеспокоены враждебной риторикой Запада

Илья Миллер ведущий радиостанций «Европа Плюс», «Ретро FM» и «Дорожное радио»

Туляки завоевали бронзу международного турнира по баскетболу среди ветеранов

Инаугурация Владимира Путина состоится в Кремле 7 мая