Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2022

თეირანის უნივერსიტეტში შეტაკება მოხდა სტუდენტებს და უშიშროების ძალებს შორის

0
თეირანის უნივერსიტეტში შეტაკება მოხდა სტუდენტებს და უშიშროების ძალებს შორის

თეირანის უნივერსიტეტში ირანის უშიშროების ძალებსა და სტუდენტებს შორის შეტაკებაში მოხდა. ირანში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ქალის პატიმრობაში სიკვდილთან.

მაჰსა ამინი, 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ზნეობის პოლიციამ რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავა თავსაბურავის ზედმეტად თავისუფლად ტარების გამო.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ირანში საზოგადოება ავლენს რისხვის იშვიათ აფეთქებას. გამოსვლებში განსაკუთრებით აქტიურობენ ირანელი ქალები. 2 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს თეირანის შარიფის უნივერსიტეტი, ტრადიციულად განსხვავებული აზრის კერა, რომელიც გარშემორტყმულია ათობით სპეცრაზმელით. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს კამპუსიდან სტუდენტების განდევნის მიზნით, ისმოდა შორიდან სროლის ხმაც. ანგარიშის თანახმად, ათობით სტუდენტი დააკავეს. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება შეტაკებების შესახებ უნივერსიტეტში და ქვეყნის მეცნიერების მინისტრის მისვლის შესახებ კამპუსში სიტუაციის შესამოწმებლად.

სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა ბევრ უნივერსიტეტში 2 ოქტომბერს, დემონსტრაციები შედგა რამდენიმე ქალაქში, როგორებიცაა თეირანი, იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მაშჰადი, სადაც მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგს, "დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის", ვრცელდება ცნობები სოციალურ ქსელებში. ირანში ადამიანის უფლებათა ჯგუფის, ნორვეგიაში დაფუძნებული ორგანიზაციის თანახმად, „ 133 ადამიანი დაიღუპა ირანში“, მათ შორის 40-ზე მეტი ადამიანი - გასულ კვირას შეტაკებებში ზაჰედანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სისთან-ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქში.

1 და 2 ოქტომბერს ირანში საპრტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები  შედგა გერმანიაში - ბერლინში, კანადაში, საფრანგეთში, თურქეთში და სხვა ქვეყენებში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP






Проверка на прочность. Ледокол «Якутия» проходит швартовные испытания

Видели смерть, но не разучились смеяться. Советские режиссеры-фронтовики

Проходит через кишечник: эксперт Малоземов рассказал о вреде алюминиевой посуды

"Ведомости": глава Кузбасса Цивилев может получить должность в правительстве