Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Июнь
2018

Новости за 03.06.2018

4 ივნისს ჭიათურაში სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

Radiotavisupleba.ge 

4 ივნისს 08:00 საათზე ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ჭიათურაში სრულმასშტაბიანი გაფიცვას იწყებს.   გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ შუქრუთის, ითხვისის, დარკვეთის, მღვიმევის, წერეთლის, კოროხნალის, კოროხნალი 2-ის, დევიძეების მაღაროების, ასევე გამამდიდრებელი ფაბრიკების: ცოფ 1-ის, ცოფ 2-ის, ცდფ-ს, პეროფის, ფაბრიკა 29-ის, სატრანსპორტო განყოფილებისა და მექანიკური სახელოსნოს თანამშრომლები. გაფიცვის პარალელურად ჭიათურის ცენტრში, გამგეობისა და კომპანიის სამმართველოს შორის არსებულ სკვერში საპროტესტო აქციებიც გაიმართება. Читать дальше...

ზაზა სარალიძეს სურს 4 ივნისს პრემიერ-მინისტრს შეხვდეს

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ორშაბათს, 14 საათზე პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ამის შემდეგ თქვა, რომ მისი მეუღლე ცუდად არის და უნდა დატოვოს აქცია. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დაბრუნდება აქციის მონაწილეებთან. ზაზა სარალიძის გამოსვლის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ორგანიზებული არ არის, რომ ეს ზაზა სარალიძის სურვილია - მივიდეს კანცელარიასთან. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძესთან... Читать дальше...

ნიკოლ პაშინიანს მოუწოდებენ ჩაერიოს მთიან ყარაბახში მომხდარ დაპირისპირებაში

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს ჩაერიოს მთიან ყარაბახში განვითარებულ მოვლენებში, რათა „აღდგეს შინდა პოლიტიკური სტაბილურობა და აღდგეს სახელმწიფო სტრუქტურების შეუფერხებელი მუშაობა.“ 2 ივნისს, საპროტესტო აქციის ფარგლებში, რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა გადაკეტა სტეფანაკერტ-აზატამარტიკნერის ცენტრალური გზა და მოითხოვეს ყარაბახის ხელისუფლების გადადგომა. აქციას წინ უსწრებდა ჩხუბი ერთ-ერთ მოქალაქესა და უშიშროების სამსახურის თანამშრომელს შორის. Читать дальше...

ზაზა სარალიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძე რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.  "სახალხო დამცველი ზრუნავს ჩემს უსაფრთოებაზე და ვალდებულიც არის. სახლში იყო ჩემთან, სასწრაფოც გვყვავდა სახლში, ჩემი მეუღლეც ცუდად იყო. ტელეფონი მქონდა გათიშული.  მე აქ ვხედავ ძალიან ბევრ ხალხს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქ ვინ იდგება. გავერთიანდეთ მთელი საქართველო, ვისაც საქართველოს მომავალი აწუხებს. " - თქვა ზაზა სარალიძემ აქციაზე გამოსვლისას, სადაც ასევე ახსენა ვაკის პარკში 3 ივნისს გამართული აქცია, სადაც ის ასევე იმყოფებოდა. Читать дальше...

ვაკის პარკში 1 პირი და რუსთაველის გამზირზე ორი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა

Radiotavisupleba.ge 

3 ივნისს ვაკის პარკთან და რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით სულ სამი პირი დააკავეს. მათგან ერთი ვაკის პარკთან  სახალხო დამცველის შეურაცხყოფის ფაქტზეა დაკავებული და წვრილმანი ხულიგნობა ედება ბრალად, ორი კი რუსთაველზე, გზის გადაკეტვის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო.  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მას მუშაობაში ხელი შეუშალეს. ომბუდსმენის თქმით, თუ შესაბამისი უწყება გამოძიებას დაიწყებს... Читать дальше...

ისრაელმა გადადო დებატები „სომეხთა გენოციდის“ კანონის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადადო დებატები საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც გენოციდად ცნობს სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 ინისის განცხადების თანახმად, გადავადების მიზეზია თურქეთში მოახლოებული ვადამდელი არჩევნები, რათა ანკარისათვის მიუღებელი კანონის ის განხილვამ არ გაუწიოს უნებლიე დახმარება რეჯეპ ტაიპ ეროდანს. ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე იმყოფება. თურქეთში... Читать дальше...

რუსთავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები არ დასრულებულა

Radiotavisupleba.ge 

სტიქიის სალიკვიდაციო საუშაოები რუსთავში ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის, ასევე შიდა კვარტალური გზების გაწმენდვის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.  სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში.  გაწმენდის ღონისძიებებში ჩართულია ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ბრიგადები.  2 ივნისს რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები... Читать дальше...

გერმანიის პოლიციამ დაჭრა კაცი, რომელმაც ბერლინის კათედრალში დებოში მოაწყო

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პოლიციამ გახსნა ცეცხლი და ფეხში დაჭრა უცნობი პირი, რომელიც ბერლინის კათედრალში დებოშის მოწყობას ცდილობდა. ინცინდენტის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, რათა არ გაავრცელონ ჭორი მომხდარის გარშემო. გავრცელებული ცნობებით, ინცინდენტის დროს დაშავდა ასევე ერთი პოლიციელი. ჯერჯერობით უცნობია სროლის გამომწვევი მიზეზები. ტერორიზმთან კავშირის ვერსიას გამორიცხავს ადგილობრივი მედია.



ნინო ლომჯარია: ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ

Radiotavisupleba.ge 

"ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ, ვარ მუდმივ კონტაქტზე მასთან. ამის შესახებ ზვიად კუპრავას პირადად ვუთხარი". - წერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავის ფეისბუკის გვერდზე. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ბრიფინგი:

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

Radiotavisupleba.ge 

სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობაში დამანაშავე ყველა პირის დასჯას და მთავრობის გადაგომას მოითხოვენ. სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ჯერ ნაწილი, ხოლო მოგვიანებით რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, გზის გადაკეტვის... Читать дальше...

ზაზა სარალიძე არ იმყოფება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის პროსპექტზე, სადაც განახლდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, არ იმყოფება ზაზა სარალიძე. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად კუპრავამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ამჟამად ის სახლში იმყოფება. მანამდე თავად ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ იგი მარტო დარჩება ბრძოლის ველზე. “მე ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში. რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციის პარალელურად გრძელდება ე.წ. კონტრაქცია ვაკის პარკში... Читать дальше...

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ემიჯნება საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე

Radiotavisupleba.ge 

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებს, რომ იგი გაუმართლებელს უწოდებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნავენ, რომ ხალხის პროტესტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა, რის გამოც აღნიშნულ აქციებს პარტია არ უერთდება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების... Читать дальше...

სლოვენიაში ტარდება არჩევნები. გამარჯვებას ანტიიმიგრანტულ ძალებს უწინასწარმეტყველებენ

Radiotavisupleba.ge 

სლოვენიაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ანტიიმიგრანტულ ოპოზიციურ, სლოვენიის დემოკრატიულ პარტიას. თუმცა წინასწარი გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტია ვერ დააგროვებს იმდენ ხმებს, რათა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა. კოალიციის შექმნა კი მას გაუჭირდება მემარცხენე-ცენტრისტულ ძალებთან. უწინარესად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მირო ცერარის თანამედროვე ცენტრისტულ პარტიასთან. სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტში გადადგა ცენტრალური სარკინიგზო საინვესტიციო... Читать дальше...

მაკედონიაში ათასობით მოქალაქემ მოითხოვა ვადამდელი არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის ათასობით მომხრემ გამართა შაბათს საპროტესტო აქცია,პარლამენტის შენობის წინ მაკედონიის დედაქალქ სკოპიეში. ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორია ყოფილი მმართველი, კონსერვატიული „ვმპრო-დპმნე“, რომელიც უპირისპირდება მაკედონიის მემარცხენე-ცენტრისტულ მთავრობას, რომელსაც 2017 წლიდან სათავეში უდგას 43 წლის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი. ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს არაკომპეტენტურობაში, ეკონომიკის გაჩანაგებასა და კორუფციაში. ოპონენტები ეროვნული ინტერსების... Читать дальше...

კიშინიოვში იმართება მერის არჩევნების მეორე ტური

Radiotavisupleba.ge 

მოლდავეთის დედაქალაქში კვირას ტარდება მერის არჩევნების მეორე ტური, რაც ერთგვარ ლაკმუსის ფურცელს წარმოადგენს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. 3 ივნისს ამომრჩეველმა გამარჯვებული უნდა გამოავლინოს ორ კანდიდატს, მოსკოვის მეგობარი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელ იონ ჩებანსა და პროევროპული ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის ერთ-ერთ ლიდერ, ანდრეი ნასტასეს, შორის. 20 მაისს არჩევნების პირველ ტურში ჩებანმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 41%-ი, ნასტასეს კი წილად ხვდა 32 %-ი. მანამდე მერის არჩევნები გაიმართა მოლდავეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბალიში... Читать дальше...

ავღანეთში 3,7 მილიონი ბავშვი ვერ დადის სკოლაში

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)ანგარიშის თანახმად, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის გამო ქვეყანაში დაახლოებით 3,7 მილიონი ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. 2 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის სახელია „გლობალური ინიციატივა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები“, შეეხება ავღანელ ბაშვებს, რომელთა ასაკი შვიდიდან 17 წლამდეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2002 წლიდან ავღანეთში გაიზარდა სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა. ანგარიში ავტორები მოუწოდებენ ავღანეთის მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მოუარონ ამ პრობლემას.

თბილისის მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მეტროს პროფკავშირ "ერთობა 2013"-ის ორგანიზებით მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ არასამუშაო საათებში გაიფიცებიან და იშიმშილებენ მანამ, სანამ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ხელფასებს არ გაუზრდის.  "ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტიელებების მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო... Читать дальше...

ზაზა სარალიძე: დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ვაკის პარკში მიმდინარეობს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომლის სლოგანიც არის  "აღსდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე.” ამ აქციის მონაწილეები ემიჯნებოდნენ რუსთაველზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას, სადაც მათი თქმით შეკრებილებს დაავიწყდათ, რატომ არიან შეკრებილები და პოლიტიკურმა განცხადებებმა გადაფარა მთავარი მოთხოვნა - სამართლიანი გამოძიება.  აქციაზე  იმყოფებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი ადგილი მხოლოდ მისი შვილის მეგობრების გვერდით არის. Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი: კონკრეტულ კანდიდატურებზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ გვიმსჯელია

Radiotavisupleba.ge 

3 ივნისს გამართული "ქართული ოცნების"  პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მმართველ გუნდში არ უმსჯელიათ და ამ თემაზე მუშაობას იუსტიციის სამინისტრო 4 ივნისიდან დაიწყებს.  "ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართლობით დაიწყებს მსჯელობას მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურას... Читать дальше...

Новости России
Москва

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине


ლომერ ჟორჟოლიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელ ლომერ ჟორჟოლიანს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამართალდამცავებმა 31 მაისის ღამეს დააკავეს, ვეტერანი ძიუდოისტის - იოსებ წელაურის დაჭრისთვის. ლომერ ჟორჟოლიანის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლომ უარი თქვა დაკავებულის განთავისუფლებაზე საკმაოდ სოლიდური გირაოს სანაცვლოდ და ის საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს... Читать дальше...

ალეკო ელისაშვილი პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის მოედანზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან ალეკო ელისაშვილი ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა, თუმცა სარალიძე იქ არ დახვდა.  "მე აქ მოვედი ზაზა სარალიძის სანახავად. კარავში არ არის, ტელეფონი გამორთული აქვს, მინდოდა მასთან პირისპირ დალაპარაკება და ახსნა, რომ რაც წუხელ ხდებოდა, დაუშვებელია. ყველა ვხედავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მძევლად აიყვანა ეს კაცი. მის პირად ტრაგედიას და ტკივილს იყენენ რევოლუციის მოსაწყობად. როგორც ჩანს კუპრავები და სხვები იღებენ ჰოლანდიიდან მითითებებს და ურევენ ამ კაცს ტვინს. Читать дальше...

რესპუბლიკური პარტია: ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკური პარტია ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს. პარტიაში თვლიან, რომ  - "ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას, და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან, მიშა სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს." "რესპუბლიკურ პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში. რესპუბლიკელები პირველი დღიდან მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ... Читать дальше...

გორის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

წუხელ გორის ქუჩებში წარწერები გაჩნდა. ცენტრალურ ქუჩებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს წარწერები - „მკვლელი ქუჩაშია“, „მოკლულია 2 მოსწავლე“. „ნუ მომკლავ“, „სადაა სამართალი“.  ეს აქცია არის პროტესტის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის გამოძიებას ეხება.ორი დღის განმავლობაში გორელი სამოქალაქო აქტივისტები ზაზა სარალიძის სოლიდარობის და სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გორის თეატრის სკვერში მართავდნენ. საზოგადოების... Читать дальше...

დასავლეთის კონვენციური მხარდაჭერა და შეუვალი რუსეთი 

Radiotavisupleba.ge 

სირია არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა იგი უკანასკნელი და რამდენად რელევანტურია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. არაღიარების დიპლომატია?

ბრუნო ლეტე: სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი არ არიან ქვეყნები, არ არიან სახელმწიფოები

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სირიის დაგმობა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის, დამაიმედებელია საქართველოსათვის.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros






Затяните пояса: с июля коммунальные услуги станут дороже

«Вклад Черчесова в наш успех — очень большой»

Пассажирка авиарейса «Победы» осталась без багажа из-за технической ошибки

Лунный посевной календарь на июнь 2024-го: график посадок по дням и фазам Луны