საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში სერბიასთან დამარცხდა
ქართველმა კალათბურთელებმა მეოთხე თამაში წააგეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე. თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ლიდერ სერბიას დაუპირისპირდა და 37-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 50:87. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ტედ მაკფადენი - ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა საქართველოს ნაკრების მაისურით მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი ჩაატარა და 18 ქულა ჩააგდო. შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა... Читать дальше...