Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Июль
2018

Новости за 12.07.2018

MAP იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი

Radiotavisupleba.ge 

ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციის თანახმად, რომელიც ბრიუსელში, 12 ივლისს მიიღეს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება. ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრიგახდება: “საქართველო ადასტურებს თავის განზრახვას მოიპოვოს ნატოს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. Читать дальше...

დონალდ ტრამპმა განაახლა ნატოში ამერიკის მოკავშირეთა მწვავე კრიტიკა

Radiotavisupleba.ge 

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ბრიუსელიდან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაახლა ნატოში ამერიკის მოკავშირეთა მწვავე კრიტიკა ბრიუსელის სამიტზე. მან ნატოს ლიდერებისგან მოითხოვა, ოთახის დატოვება ეთხოვათ არაწევრი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებისთვის, რათა გაიმართოს გეგმით გაუთვალისწინებელი შეხვედრა მხოლოდ ალიანსის წევრებს შორის. დღესვე, ნატოს სამიტის მსვლელობისას, ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ალიანსის წევრებმა საერთო შიდა პროდუქტის 2% გამოყონ თავდაცვის ხარჯებისთვის, "დაუყოვნებლივ და არა 2025 წლისთვის".

ბრიუსელში მიიღეს ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში მიიღეს ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია. ნატო -ს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის შესახებნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში. “ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისადა ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, ასევე სხვა ქმედებებს... Читать дальше...

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე ევროპულ კომპანიებს შესაძლოა შეეხოთ აშშ-ის სანქციები

Radiotavisupleba.ge 

ევროპულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენის მშენებლობაში, შეიძლება შეეხოთ აშშ-ის სანქციები. ამის თაბაზე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. დარწმუნებული ვართ, რომ გაზსადენი საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ვინაიდან რუსეთს კიდევ ერთ ბერკეტს მისცემს ევროპის ქვეყნებზე, განსაკუთრებით, უკრაინაზე პოლიტიკური ზემოქმედებისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.

ცხოველთა გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან და მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება. სააგენტოს 2015 წლისმონაცემებით, თბილისში 43 ათასი მიუსაფარი ძაღლია. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის დათვლა მომავალი წლისთვის იგეგმება: „ცვლილებები უნდა შევიდეს შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში. Читать дальше...

"ბუქარესტიდან 10 წლის თავზე ვერ გავიგეთ რა მოითხოვა საქართველომ!"

Radiotavisupleba.ge 

12 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი. მან ილაპარაკა ნატოს სამიტის დეკლარაციაზე.

სახალხო დამცველი აქვეყნებს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ხარვეზების ჩამონათვალს

Radiotavisupleba.ge 

ახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ხარვეზებზე ლაპარაკობს. ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიებამ არ ჩაატარა, ანდაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალალბათობას შექმნიდა. ამის შესახებ მან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზეგანაცხადა. სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალიც. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელდეკემბერს დაჭრეს. Читать дальше...

გერმანიის შს მინისტრს ოპოზიციური პარტიები გადადგომისკენ მოუწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციურმა პარტიებმა გადადგომისკენ მოუწოდეს, მას შემდეგ, რაც ავღანელმა თავშესაფრის მაძიებელმა, თავი მოიკლა. ჰორსტ ზეჰოფერი გერმანიაში ცნობილია მტკიცე ანტიმიგრანტული რიტორიკით. ავღანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, 23 წლის მიგრანტმა თავი მოიკლა 10 ივლისს, ქაბულში. მან თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც გერმანიამ თავშესაფრის 69 მაძიებელი 4 ივლისს უკან, ავღანეთში გააბრუნა. 23 წლის მიგრანტი გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ზეჰოფერი თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციას მიესალმა და 10 ივლისს ღიმილით აღნიშნა... Читать дальше...



იაპონიაში 195-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

195 ადამიანი იმსხვერპლა იაპონიის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ. ამის შესახებ განაცხადა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ. მისი თქმით, 23 ადამიანი ოფიციალურად ითვლება უგზო უკვლოდ დაკარგულებად, თუმცა ხიროსიმას პრეფექტურაში კიდევ 42 ადამიანის ადგილსამყოფელისდადასტურება ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში 73 ათასი ადამიანი მუშაობს, სამაშველო ოპერაციაში 80 ვერტმფრენია ჩართული. იაპონიისცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ... Читать дальше...

საპარტიარქო დღგ-ს შესაძლო დაკირსების გამო უკმაყოფილოა

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო კვირის ბოლოს გააკეთებს განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ივლისის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი. ინფორმაციას ავრცელებს ინტერპრესნიუსი, პატრიარქის მდივან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველზე დაყრდნობით: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოში უკვე გახდა საგანგებო მსჯელობის საგანი. ჩვენ შეშფოთებული ვართ აღნიშნული განცხადებით. ორშაბათიდან შევუდექით საკითხის სიღრმისეულ შესწავლას იმის გამო... Читать дальше...

მარგველაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ

Radiotavisupleba.ge 

„ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე. გიორგი მარგველაშვილმა ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ნატო საქართველოს დასახმარებლად მიმართავს: „ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობა თქვენ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც არ იშურებთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს... Читать дальше...

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას ვერტმფრენში მყოფები დაშავდნენ

Radiotavisupleba.ge 

კახეთში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი... Читать дальше...

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

Radiotavisupleba.ge 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა კახეთში, ერთ-ერთ საზაფხულო სასაზღვრო პუნქტთან, მთაში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ავიაკატასტროფის მიზეზი მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის შსს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში განმარტებას ჯერ არ აკეთებენ.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

Radiotavisupleba.ge 

ბიურსელში, ნატოს ორდღიანი სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი განცხადებები 12 ივლისს, თბილისის დროით, დილის 10 საათზე გააკეთეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი: „საქართველოსთან ურთიერთობა ნატოსთვის უნიკალურია, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო მეგობარი ალიანსისთვის. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს როგორც საქართველოს, ისე ნატოს. მადლობას გიხდით კონტრიბუციისთვის ავღანეთში... Читать дальше...

გიორგი ქობულია: მე გამოვიყენებ ჩემს 18 წლიან გამოცდილებას

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია დარწმუნებულია, რომ 18 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება მას საქართველოში, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მუშაობისას გამოადგება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა: „ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში, რომელის მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს უწევს მომსახურებას. მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში.

მიხეილ ბატიაშვილი: რეფორმები განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადაში დაიწყება

Radiotavisupleba.ge 

განათლების, მეცნიერების, კულუტისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რეფორმები განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადაში დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა ის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მისი სიტყვებით, რეფორმები განათლების სფეროში დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე: „ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება... Читать дальше...

ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს

Radiotavisupleba.ge 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. მისი სიტყვებით, პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას: „ეს პრიორიტეტი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან ახლა გაცხადდა და თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ესეც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა... Читать дальше...

მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. კაბინეტში სამი ახალი მინისტრია: ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იქნება, ეკონომიკის მინისტრის პოსტი გიორგი ქობულიამ დაიკავა, ხოლო განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იქნება, მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. კაბინეტი 10 მინისტრისა და 1 სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით დაკომპლექტდა.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Испанец Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису






В Красногорске завершено строительство заезда к строящемуся Детскому клиническому центру им. Л.М. Рошаля

Конкурс на реконструкцию ВЗУ № 42 в Левкове объявили под Пушкино

Эксперты IT-рынка России обеспокоены новыми санкциями Америки

У американцев начинают сдавать нервы: "Русские отправили самую мощную подводную лодку" - American Thinker