Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2018

Новости за 21.10.2018

გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

Radiotavisupleba.ge 

20 ოქტომბერს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაშიში ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი. პეტრიაშვილმა ფინალში ჩინელი ჟივეი დენგს სძლია.  ფინალში გასვლამდე ქართველმა მოჭიდავემ რუსი ანზორ ხიზრიევი და ირანელი ფავრიზ ჰადი დაამარცხა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მეორე ქართველი, ავთანდილ კენჭაძეც იბრძოდა. კენჭაძემ ფინალამდე აზერბაიჯანელ აბუბაქაროვს და თურქ სონერ დემირთაშს სძლია. ფინალში კი რუს ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა და ვერცლის მედალს დაეუფლა.

ბარზანის პარტიამ გაიმარჯვა ერაყის ქურთისტანში ჩატარებულ არჩევნებში

Radiotavisupleba.ge 

მმართველმა ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ (KDP) ხმათა უმრავლესობა მოიპოვა ერაყის ქურთისტანის ნახევრად ავტონომიური რეგიონის საპარლამენტო არჩევნებში. მასუდ ბარზანის პარტიას წილად ხვდა 45 ადგილი, მასთან კოალიციაში მყოფ ქურთისტანის პატრიოტულ კავშირს (PUK) – 21. არჩევნები გაიმართა 30 სექტემბერს, მაგრამ შედეგები მხოლოდ 20 ოქტომბერს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც კომისიამ დაასრულა 1 000-მდე საჩივრის განხილვა საარჩევნო დარღვევების თაობაზე. ერაყის ქურთისტანის პარლამენტში 111 ადგილია, აქედან 11 განკუთვნილია ეროვნული უმცირესობებისთვის. Читать дальше...

ვენესუელაში დააკავეს რუსები, რომლებსაც 147 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩნდათ

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის პოლიცამ დააკავა სამი რუსი და კიდევ 14 უცხოელი, რომლებსაც 147 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდათ. ნარკოტიკული ნივთიერება გემის ჩხრეკის დროს აღმოჩნდა. დაკავებულებს წარუდგინეს ბრალდება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით. ინციდენტი მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ვენესუელის პოლიციამ ყურეში მდგარი ტანკერი Jose Progress-ი გაჩხრიკა. პანამის დროშით მცურავი ტანკერი ბელგიის საპორტო ქალაქ გენტისკენ მიემართებოდა. გენტის პორტში აგვისტოს ბოლოს პოლიციამ ხელთ იგდო ორი კონტეინერი 2 ტონა კოკაინით, რომელიც პარტია... Читать дальше...

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს ლომისის მონასტერთან დაკავებული ორი პირი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს ორი პირი, რომლებიც კვირას ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სავარაუდოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებით. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ, 20 ოქტომბერს ასევე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - ოკამში მცხოვრები 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში.

რუსეთი „სახიფათოს“ უწოდებს სარაკეტო შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონის გეგმა, გავიდეს „ცივი ომის“ პერიოდში ხელმოწერილი ორმხრივი სარაკეტო შეთანხმებიდან, „ძალიან სახიფათო ნაბიჯი“ იქნება, -განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი რიაბკოვმა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რიაბკოვმა ეს განცხადება გააკეთა 21 ოქტომბერს, ერთი დღის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვს ბრალი დასდო შეთანხმების მრავალჯერ დარღვევაში და განცხადა, რომ აშშ-ი აუცილებლად გავა შეთანხმებიდან. დოკუმენტი, რომელსაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს მოაწერეს ხელი... Читать дальше...

რუსთავში მძიმედ დაშავებული 8 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანეს 

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 8 წლის გოგონა, თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლევან ფსუტურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვი შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ჩაუტარდა ოპერაცია, დაზიანებული აქვს მუცლის ღრუ, თუმცა შემავალი ჭრილობის გარეშე. ლევან ფსუტურის თქმით, თბილისში "პროფილურ კლინიკაში" გადაიყვანენ მოზარდ ბიჭსაც, რომელსაც ტერფის, კონკრეტულად კი, კოჭის ღია მოტეხილობა აქვს. Читать дальше...

გრიგოლ ვაშაძემ „ვაი ოპოზიცია“ უწოდა „ევროპულ საქართველოს“

Radiotavisupleba.ge 

„ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერების დღევანდელ განცხადებებს. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კვირას სპორტის სასახლეში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს და „ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს“. „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ კი განაცხადა... Читать дальше...

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ კიდევ ორ მოზარდს უტარებენ ოპერაციას

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ორ არასრულწლოვანს, 12 და 14 წლის ბიჭებს უკეთდება ოპერაცია კლინიკა "რუსთავში". ერთ-ერთის ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის შვილიშვილს დაზიანებული აქვს მხართან რბილი ქსოვილი: "როცა აფეთქების ხმა გავიგე ეზოში ჩავირბინე, ბავშვი სულ სისხლში იყო, თუმცა როგორც ექიმებმა მითხრეს, ძვალი დაზიანებული არ არის, ნამსხვრევმა რბილ ქსოვილებში ღრმად შეაღწია". - თქვა 14 წლის მოზარდის ბებიამ რაული ისკანდაროვამ. 12 წლის მოზარდის მამამ რადიო თავისუფლებას უთხრა რომ მის შვილს ჩამსხვრეული აქვს ტერფი. "სავარაუდოდ... Читать дальше...



დავით ბაქრაძე: ხელისუფლება ორი პოლიტიკური პოლუსის წარმოჩენას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ცდილობს, ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც „ერთი მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორე მხრივ ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს“, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს. „ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი. ამის შესახებ ზურაბიშვილმა კვირას გლდანის მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა. ”დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მე მგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი. Читать дальше...

თავდასხმების მიუხედავად ავღანეთში არჩევნებზე მაღალი აქტიურობაა

Radiotavisupleba.ge 

რადიკალმა ისლამისტებმა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორასამდე თავდასხმა მოაწყვეს საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც ავღანეთში შაბათს დაიწყო. მედიის ცნობით, დაიღუპა 50 კაცი, ორასი კი დაიჭრა. „ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, ექვსი ბავშვი დაიღუპა კვირას ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმებისათვის პასუხისმგებლობას რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვაის ახმად ბარმაკის თანახმად, თავდასხმების უმეტესობა მოხდა საარჩევნო უბნებზე. Читать дальше...

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგონას თბილისში გადაიყვანენ

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებულ 8 წლის გოგონას კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ, თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ. კლინიკასთან იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრები და  ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.  შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

რუსთავში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა, 8 წლის გოგონას სამედიცინო პროცედურები უტარდება. ადგილზე მობილიზებულია კატასტროფის ცენტრი, რომელიც არ გამორიცხავს ბავშვის თბილისში გადაყვანის საჭიროებას.  რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. Читать дальше...

შსს: რუსთავში დაშავდა ათი ადამიანი, მათ შორის, ხუთი არასრულწლოვანი

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დაშავებულების მდგომარეობის გასაგებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თუმცა ამ დროისთვის არც ერთი სტრუქტურა ამ ინფორმაციას არ გასცემს.   დაშავებულები... Читать дальше...

ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ აღმზრდელმა სცემა

Radiotavisupleba.ge 

მარიკო ვაშაყმაძემ სამართალდამცველებს 19 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი შვილი საბავშვო ბაღიდან სხეულზე სისხლჩაქცევებით და ნაკაწერებით დაბრუნდა. ბავშვი ამბობდა, რომ დაზიანებები ბაღის აღმზრდელმა მიაყენა საბავშვო ბაღის საპირფარეშოში. აღმზრდელის ვერსიით დაზიანებები 4 წლის ბიჭს მეგობრებმა მიაყენეს იმ დღეს ბაღში გამართული თოჯინების თეატრის წარმოდგენის დასრულების შემდეგ. ამ ვერსიის თანახმად ბავშვებმა თოჯინები ვერ გაიყვეს, იჩხუბეს და ერთმანეთი დააზიანეს, თუმცა დაშავებული ბავშვის დედის თქმით, ამ დღეს... Читать дальше...

რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება ანტისარაკეტო ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „შანტაჟი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განზრახვას, გამოვიდეს საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების თაობაზე რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან. ტრამპმა მოსკოვი დაადანაშაულა ხელშეკრულების დარღვევაში, რასაც რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში უწოდეს „გამოგონილი“. დოკუმენტი, რომელსაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს მოაწერეს ხელი, უკრძალავს ხელმომწერ ქვეყნებს შეინახონ, აწარმოონ და გამოცადონ მიწისზედა ბაზირების ბალიტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც 500-დან 5000-კმ რადიუსში მოქმედებენ. Читать дальше...

ქართველი მოჭიდავეები დღეს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ავთანდილ კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში იჭიდავებენ. კენჭაძეს 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში აშორებს ერთი მოგება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პეტრიაშვილს კი 125 კილოგრამში შეუძლია ზედიზედ მეორედ გახდეს მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი. ამ წონებში გადამწყვეტი შეხვედრები დღეს შედგება, თბილისის დროით 21:00 საათიდან. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ლომთაძე (61 კგ). ავთანდილ კენჭაძის მეტოქე რუსი ზაურბეკ სიდაკოვი იქნება. Читать дальше...

ლეილა ალიევა: ჩნდება დიდი იმედი, რომ ეს ქვეყანაც შეიძლება შეიცვალოს

Radiotavisupleba.ge 

ჰაველის სახელობის პრესტიჟული პრემიის მოპოვების შესახებ საპატიმროში შეიტყო აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ანარ მამადლიმ 2014 წელს.

ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობა

Radiotavisupleba.ge 

ჰაველი - ჩეხი უფლებადამცველი, დრამატურგი, პოლიტიკოსი - თითქმის შვიდი წელია, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი მოსაზრებები აქტუალობას არ კარგავს.

Новости России
Москва

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.


რუსთავში საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

დაახლოებით 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, 21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ნომერ 14 კორპუსის ეზოში. აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც მუშები, ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით, კუსტარულად დადგმულ ავტოფარეხს ჭრიდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ძალიან სწრაფად“ შეარჩევს ნიკი ჰეილის შემცვლელს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანას მალე ეყოლება ახალი ელჩი გაეროში. მან დადებითად უპასუხა შეკითხვას სურს თუ არა, რომ მომდევნო ელჩიც ქალი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მას უკვე ჰქონდა გასაუბრება ხუთ კანდიდატთან, რომელთაგან სამი ქალია. დონალდ ტრამპა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰეილი პოსტს დატოვებს წლის ბოლომდე. დღემდე უცნობია, თუ რა გახდა მისი პოსტიდან წასვლის მიზეზი. უფრო ადრე ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ჰეილი დაბრუნდება ვაშინგტონის ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე. 46 წლის ნიკი ჰეილი ინდოელი იმიგრანტების შვილია. Читать дальше...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ორი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ისინი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს. მომხდარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ და განუცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს. Читать дальше...

ჰაველის მემკვიდრეობა და მემკვიდრეები

Radiotavisupleba.ge 

ვაცლავ ჰაველმა 1991 წელს უარი თქვა ნობელის ნომინაციაზე და მხარდაჭერა გამოუცხადა ბირმელ უფლებადამცველს, მაშინ შინა პატიმრობაში მყოფ ანგ სანსუ ჩის კანდიდატურას.

შსს: მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციისგან

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ 20 ოქტომბერს მოწყობილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.  განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 13 ოქტომბერს, „გირჩის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. "ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Потапова

Организм был не в состоянии: Потапова прокомментировала поражение на «Ролан Гаррос»






Группа SAБETTA выпустила трек «Ракеты»

Роснефть вложила 225 млрд руб. в проекты по использованию ПНГ за 10 лет

«Это худший сезон РПЛ» — Булыкин

Италия недополучила €10−15 млрд из-за антироссийских санкций