Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2018

Новости за 27.10.2018

არჩევნებს 100 ათასზე მეტი მეთვალყურე ჰყავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი მეთვალყურე და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი დამკვირვებელი. მათ გარდა, არჩევნებს აკვირდება თავად საარჩევნო სუბიექტების 82000-ზე მეტი მეთვალყურე. არჩევნებისთვის თბილისში გახსნილია მედია-ცენტრი, სადაც ქართული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში გამართავენ ბრიფინგებს საქართველოს მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობის და სავარაუდო დარღვევების შესახებ. Читать дальше...

საქართველოში ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნებიც

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები. ქალაქ სამტრედიასა და თერჯოლის ძევრის თემში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს ირჩევენ. კენჭისყრა ტარდება ორი ოლქის 6 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. სამტრედიაში კენჭს იყრიან: „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი აკაკი მინაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ნიკოლეიშვილი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ რუხაძე და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მალხაზ ნოდია. Читать дальше...

საქართველოში პრეზიდენტს ირჩევენ

Radiotavisupleba.ge 

დილის 8 საათზე საქართველოში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. საქართველოს პრეზიდენტად კენჭს იყრიან პარტიული კანდიდატები: მიხეილ ანთაძე (საარჩევნო ნომერი 1. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის) დავით ბაქრაძე (საარჩევნო ნომერი 2. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის) ვახტანგ გაბუნია (საარჩევნო ნომერი 4. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ნომერი 5. Читать дальше...

ბრალი წარუდგინეს გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს

Radiotavisupleba.ge 

ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს, იაგო ნებიერიძეს. ამის შესახებ იუწყება „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. რვა წლის გოგონას გვამი გორში 25 ოქტომბერს იპოვეს. შინაგან საქმეთა... Читать дальше...

სტამბულის სამიტზე მხარი დაუჭირეს პოლიტიკურ პროცესს სირიაში ომისათვის ბოლოს მოსაღებად

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა სტამბულში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს სირიაში ომის შესახებ და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ გაეროს მხარდაჭერით წარიმართოს პოლიტიკური პროცესი ომისათვის ბოლოს მოსაღებად. თურქეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი, ისევე როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 27 ოქტომბრის სამიტის შემდეგ გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც საუბარი აგრეთვე საჭიროებაზე, წლის ბოლომდე შეიქმნას კომიტეტი სირიაში საკონსტიტუციო რეფორმაზე სამუშაოდ. Читать дальше...

ერევანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარით ცდილობდა მთავრობის შენობაში შესვლას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ცდილობდა ხელყუმბარით შეეღწია მთავრობის შენობაში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ მამაკაცის დაკითხვას. მისი ვინაობა ჯერ არ გაუმჟღავნებიათ. სომხური სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაადასტურა, რომ დაკავებულ პირს ხელყუმბარა ჰქონდა. მან ის აღწერა, როგორც საშუალო ასაკის მამაკაცი... Читать дальше...

რობერტ კობლიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) შემდეგ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ავიდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კობლიაშვილმა უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა. შემდეგ კი რეპეშაჟში გადაერთო, ორი შეხვედრა მოიგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს. 2018 წლის საჭიდაო... Читать дальше...

სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. ადგილობრივ ტელეარხ KDKA-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა რვა ადამიანი, „შესაძლოა მეტიც“. ამავე წყაროს თანახმად, დაჭრილია 12, მათ შორის ოთხი პოლიციელი. პოლიციამ დაასახელა ეჭვმიტანილის ვინაობა - რობერტ ბაუერსი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელშიც დაგმო თავდასხმა და შეაქო სამართალდამცველები. როცა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა იარაღის გაკონტროლების შესახებ, ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი... Читать дальше...



ლაგოდეხში ამომრჩეველი დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები ნუნუ ჯორჯაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნანა ლომიძე და ია ჯოხაძე მასთან სახლში მივიდნენ და მოსთხოვეს.

სოლიდარობა ზაზა სარალიძეს - აქცია ბათუმში

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეების ინიციატივით გამოიფინა ზაზა სალარიძის მხარდასაჭერი სტენდი, სადაც აქციის მონაწილეებმა ფერად ფურცლებზე დაწერილი საპროტესტო და მხარდასაჭერი გზავნილები გამოაკრეს - „ნუ მომკლავ“ „არ იძალადო“ „დადგინდეს სიმართლე“ და სხვა. სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბათუმელი სულხან წულუკიძის თქმით, მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძე გუშინ თბილისში დააკავეს, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეს საპროტესტო სტენდი გამოეტანათ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე და მოქალაქეებს, რომლებიც მიიყნევენ... Читать дальше...

ზოგი წყაროს თანახმად, პიტსბურგში რვა ადამიანი იქნა მოკლული

Radiotavisupleba.ge 

პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში შაბათს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, რვა და დაიჭრა 12 ადამიანი. ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და მედიაზე დაყრდნობით. ერთ--ერთი წყაროს თანახმად, დაკავებულია თეთრკანიანი, წვერიანი მამაკაცი, სავარაუდოდ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის. მედიის თანახმად, თავდამსხმელი შაბათის ღვთისმსახურების დროს შევარდა სინაგოგაში ანტისმეტური შეძახილებით. უფრო ადრე პოლიციის წარმომადგენელმა გამოაცხადა... Читать дальше...

დაკავებულია პიტსბურგის სინაგოგასთან სროლაში ეჭვმიტანილი პირი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-დან გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი პირი მას შემდეგ, რაც ქალაქ პიტსბურგის სინაგოგასთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმისას ცეცხლი გაუხსნეს სამ პოლიციელსაც. ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის, ან თავდამსხმელის მოტივის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ თვალს ადევნებს პიტსბურგის მოვლენებს. პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა ტომ ვულფმა „ნამდვილი ტრაგედია“ უწოდა ინციდენტს.

ყანდაარში დასრულდა ერთი კვირის დაგვიანებით გამართული საპარლამენტო არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პროვინცია ყანდაარში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ერთი კვირის დაგვიანებით ჩატარდა თალიბანის თავდასხმის შედეგად პოლიციის უფროსის, გენერალ აბდულ რაზიყის მოკვლის გამო. 27 ოქტომბრის კენჭისყრას თან ახლდა უსაფრთხოების მკაცრი ზომები. გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, არჩევნების დაწყებამდე თითქმის მთელი დღე-ღამით ადრე გადაკეტეს ავტომაგისტრალები სამხრეთ ყანდაარში, რათა არ დაეშვათ პროვინციაში დანაღმული ავტომანქანების მოხვედრა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურა... Читать дальше...

დღეს ბრალი უნდა წაუყენონ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს

Radiotavisupleba.ge 

დღეს იწურება რამდენიმე დღის წინ ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცისთვის ბრალის წაყენების 48-საათიანი ვადა. 33 წლის იაგო ნებიერიძე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. აქ ის გუშინ გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. დაკავებულის დედამ, ნუნუ გრიგალაშვილმა, თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა წარსულში შვილის ნასამართლობაზე. მისი თქმით, შვილი ორჯერ არის ნასამართლევი, პირველად - თაღლითობის და გამოძალვის მუხლით... Читать дальше...

შს სამინისტრომ ჩამოაყალიბა პოლიციის მობილური ჯგუფები

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, „დაიცავენ მართლწესრიგს და მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე.“ 27 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში შს სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით, „ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.“ „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის... Читать дальше...

პიტსბურგიდან ვრცელდება ინფორმაცია სროლისა და მსხვერპლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი მოჰყვა სროლას სინაგოგის მახლობლად. პოლიციის წარმომადგენელმა ჯეისონ ლანდომ მოსახლეობას მოუწოდა, სამართალდამცველებს შეატყობინონ, რომ შენიშნავენ რაიმე სახის უჩვეულო ქმედებებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ თვალს ადევნებს პიტსბურგის მოვლენებს. პიტსბურგი პენსილვანიის შტატში მდებარეობს.

მექსიკამ მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად გეგმა წამოაყენა

Radiotavisupleba.ge 

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ წამოაყენა გეგმა მექსიკის გავლით აშშ-ში თავშესაფრის საძიებლად მიმავალი მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად. მიგრანტებს, რომლებიც მზად არიან, თავშესაფარი ითხოვონ მექსიკაში, მექსიკამ შესთავაზა დროებით მუშაობის უფლება, საბუთები, სამედიცინო დაზღვევა და განათლება ბავშვებისთვის. წელს მექსიკაში გამწვავდა საიმიგრაციო კრიზისი. ათასობით ადამიანი მიემართება მექსიკის გავლით აშშ-ში, რათა იქ ითხოვოს თავშესაფარი. მათი უმრავლესობა ამას აკეთებს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების დაბალი დონის გამო. Читать дальше...

პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდნენ

Radiotavisupleba.ge 

ეუთოს, ნატოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების დამკვირვებლებს შეხვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი,  ზურაბ ჯაფარიძე და კახა კუკავა. შეხვედრები ინდივიდუალურად გაიმართა და საუბარი შეეხებოდა საპრეზიდენტო კამპანიასა და საარჩევნო სისტემას. „უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლა არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ეს არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. Читать дальше...

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო დარღვევები შეაჯამეს

Radiotavisupleba.ge 

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ - არჩევნების მედიაცენტრში შეაჯამა წინასაარჩევნო პერიოდი.

Новости России
Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде


წინასაარჩევნო გარემოს შეფასება „ქართული ოცნების“ გარეშე

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა.

თურქეთი მასპინძლობს სირიის შესახებ სამიტს რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით

Radiotavisupleba.ge 

შაბათს სტამბოლში იმართება თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების სამიტი, რომელიც ეძღვნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და პოლიტიკურ ვითარებას სირიაში. სამიტის მიზანია, გამოინახოს პოლიტიკური მოგვარების გზა სირიის სამოქალაქო ომისა, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში 400 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია. თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანის სტუმრები არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. Читать дальше...

ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისია მზადაა საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად

Radiotavisupleba.ge 

28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის ერთი სპეციალური. მათგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური კაბინით აღჭურვილია 35 უბანი. როგორც საოლქო კომისიაში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, კომისიას აქვს მოძრავი პანდუსი, რომელსაც საარჩევნო უბნები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ. საარჩევნო უბნებზე გამოკრულია პლაკატი ყრუ ამომრჩევლისთვის. მცირემხედველთათვის უბნებზე გამოიყენება გამადიდებელი ლინზები. უსინათლო ამომრჩევლისთვის უბნები მომარაგებულია ჩარჩო ბიულეტენებით. Читать дальше...

ტრამპის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვება იყო ყველაზე უარესი რამ, რაც კი მოსვლია რუსეთს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება იყო ყველაზე უარესი რამ, რაც კი ოდესმე მოსვლია რუსეთს. ეს განცხადება მან გააკეთა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩრდილოეთ კაროლინაში. „მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, გულწრფელად ვიტყვი, ჩრდილოეთ კორეასთან, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან და ყველა დანარჩენთან კეთილი ურთიერთობების ქონა - ეს კარგი იდეაა და არა ცუდი,“ დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა დამსწრეთ განუცხადა, რომ მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს საერთაშორისო მოლაპარაკებებში... Читать дальше...

„ომეგა ჯგუფმა“ ბიუჯეტის ვალი გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია „ომეგა ჯგუფმა“ 26 ოქტომბერს 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა.  ამის შესახებ იტყობინება Business Media. გამოცემა იმოწმებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილს. მოისწრაფიშვილის თქმითვე, კომპანიამ შეიძინა აქციზური მარკებიც.  „გუშინ გადაიხადეს 1 მლნ ლარის დავალიანება და გვთხოვეს, რომ წარმოების განახლების... Читать дальше...

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ვერ შეცვლის აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა არაბ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეცვლის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში. ამ განცხადების ფონია რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და ოპერაციები სირიაში. მატისი 27 ოქტომბერს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში შეხვდა არაბ ლიდერებს. ასევე 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობს სტამბულის სამიტში საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის ლიდერებთან ერთად სირიაში შვიდი წლის წინ დაწყებული ომისათვის ბოლოს მოღების გზებზე სასაუბროდ. როგორც მატისმა არაბ ლიდერებს უთხრა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros






Shot: 1,5% имущества блогерши Блиновской продадут на аукционе в случае банкротства

Агент Радмановаца назвал шуткой средний палец "Зениту" в финале Кубка России

В России оценили победу Шейнбаум на выборах президента Мексики

Экс-мэр Петрозаводска будет изучать военное дело у Ильича