Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Ноябрь
2018

Новости за 29.11.2018

ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა. „მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას“, - ნათქვამია ემანუელ მაკრონის მისალოცში, რომლის შინაარსსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტრპრესნიუსი“ ავრცელებს. Читать дальше...

გრიგოლ ვაშაძე: „საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს... არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს..."

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს... არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს... მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს" - ამის შესახებ გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა 29 ნოემბერს განაცხადა მომხრეებთან შეხვედრაზე თბილისის ფილარმონიაში.  “ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. Читать дальше...

კარასინი: იმედია, არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებას, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა. „ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისა და ნორმალიზების მიმართულებით“, - განუცხადა გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

ვინ ულოცავს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არაერთმა ოფიციალურმა თუ არაოფიციალურმა პირმა მიულოცა. თუმცა, ჯერ-ჯერობით მილოცვა არ მიუღია მისი ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძისგან. "ვაშძისგან სამწუხაროდ ჯერ არ მიმიღია მილოცვა, ველოდები".- განაცხადა დილით, ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა. ოფიციალური პირები მისალოცად აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ "ტვიტერს". სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარმატებას უსურვებენ საქართველოს არჩეულ პირველ ქალ პრეზიდენტს. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი არ თვლის რომ ახლა შესაძლებელია რუსეთთან თანამშრომლობაზე გადასვლა

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ რუსულენოვან სამსახურს განუცხადა, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო რუსეთთან თანამშრომლობისთვის: „ვიდრე რუსეთი იქცევა ისე, როგორც ახლა, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, სადაც იტაცებენ ადამიანებს და ეს ხაზი ინაცვლებს ჩვენი ტერიტორიის სიღრმისკენ, სულ უფრო უახლოვდება თბილისს... იმის გათვალისხინებით, როგორც რუსეთი მოქმედებს უკრაინის მიმართ, არა მგონია, ეს ყველაფერი მიუთითებდეს, რომ ახლავე შეგვიძლია თანამშრომლობაზე გადასვლა“... Читать дальше...

საერთაშორისო დამკვირვებლები: ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის წაშლილი იყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა, წინასაარჩევნო კამპანიას კი ჰქონდა  ნეგატიური ხასიათი, რამაც საბოლოოდ  ზიანი მიაყენა პროცესს. დამკვირვებლების შეფასებით, სახეზე იყო  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდა   და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამიჯვნის ნაკლებობა, რამაც ასევე მოახდინა  გავლენა კენჭისყრის პროცესზე. ამ კონტექსტში... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: ახლა არ არის გლოვის დრო

Radiotavisupleba.ge 

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 18:00 საათზე ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეკრებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართით გამოეხმაურა. მისი თქმით, შეკრებას ის სკაიპის მეშვეობით შეუერთდება. „არ არის ახლა ბევრი ლაპარაკის დრო. 6-ზე თბილისის დროით, ვიკრიბებით ფილარმონიაში. მე მინდა ვუთხრა ხალხს, რომ ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო, ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ასე რომ... Читать дальше...

უკრაინის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მან ტვიტერზე დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს უსურვებს წარმატებას საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების უზრუნველყოფის და საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაში.



გაყოფს თუ არა დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება სააკაშვილს და გაერთიანებულ ოპოზიციას?

Radiotavisupleba.ge 

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ გრიგოლ ვაშაძე არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე გაემიჯნა და მას „ერთი ადამიანის პირადი მოსაზრება“ უწოდა.

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს ბოლო ორ დღეში ორჯერ შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს ინფორმაციით, „ა.წ. 29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. მისმა უწმინდესობამ ქალბატონ სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დალოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო მოღვაწეობა უსურვა.“ საპატრიაქროდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით შედგა და პატრიარქი იყო პირველი, ვინც მას 29 ნოემბერს, დილით, გაპრეზიდენტება მიულოცა. Читать дальше...

გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებულია არჩევნების ხარისხის ვარდნის გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ 28 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების ხარისხი შეშფოთების საფუძველს იძლევა და ასეთი დაბალი სტანდარტის არჩევნები აღარასოდეს უნდა განმეორდეს საქართველოში. ამ შინაარსის შეფასებები გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში 29 ნოემბერს გაიმართა. „გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა... Читать дальше...

ეუთო: საარჩევნო კამპანიას დაღი დაასვა უხეშმა რიტორიკამ და ძალადობის ცალკეულმა ინციდენტებმა

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტული იყო და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება; თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა გადაჭარბებული უპირატესობით და ორივე მხარეს წარმოებული კამპანიის უარყოფითმა ხასიათმა პროცესს ძირი გამოუთხარა" - წერენ აუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები წინასწარ დასკვნაში. მათი შეფასებით, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა მეორე ტურისთვის რეგულაციების არარსებობამ მოიტანა იურიდიული სიმყარის ნაკლებობა. 28 ნოემბრის კენჭისყრის კამპანიას... Читать дальше...

პესკოვი: კრემლი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას კომენტარს ჯერ არ გაუკეთებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლმა ცნობად მიიღო ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ, თუმცა, ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, სანამ არ გაირკვევა რუსეთთან ორმხრივი კავშირების მიმართ თბილისის განწყობა. პესკოვმა მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რა თქმა უნდა, აკვირდებოდა ინფორმაციას საქართველოდან და კანდიდატის გამარჯვების ფაქტი ცნობად მიიღო. „ჩვენ ვამჯობინებთ დაველოდოთ პირველ განცხადებებს... Читать дальше...

ტრამპი არ გამორიცხავს მანაფორტის შეწყალებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ გამორიცხავს მისი კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის შეწყალებას - პირის, რომელიც მიმდინარე კვირაში ხელახლა გახდა სამიზნე გამოძიებისა, რომელიც იკვლევს კავშირებს რუსეთსა და ტრამპის 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს შორის. ტრამპმა "ნიუ-იორკ პოსტს" 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, რომ მას მანაფორტის შეწყალება არ განუხილავს, "თუმცა ამას არ გამოვრიცხავდი. რატომ უნდა გამოვრიცხო"? - იკითხა მან. მანაფორტი ზაფხულში დამნაშავედ სცნეს საბანკო და საგადასახადო გაყალბებაში... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი პირველი ვიზიტი შედგება ევროპაში

Radiotavisupleba.ge 

არჩევნებში გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტი შედგება ევროპაში. დასახელდა რამდენიმე დედაქალაქი და მათ შორის ბრიუსელი, სადაც ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინებია განთავსებული. ამ საკითხზე კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „მე მგონი, არავისთვის საკვირველი არ იქნება, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპა, ბრიუსელი, იქნება ბერლინი და პარიზი და იქნება ის ბალტიის ქვეყნები, რომლის პრეზიდენტმა... Читать дальше...

პოროშენკო ნატოს სთხოვს გემების გაგზავნას აზოვის ზღვაში, უკრაინის დასაცავად

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ნატოს სთხოვს აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს უკრაინის დაცვაში დასახმარებლად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმთან ახლოს უკრაინის სამი საბრძოლო გემი და მათი ეკიპაჟი დააკავა. გერმანულ გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში პოროშენკო იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ, სანქციების გაზრდის და სამხედრო დაცვის ჩათვლით, რათა უკრაინას დაეხმარონ სიტყვიერი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ. "იმედი გვაქვს ნატოს ქვეყნები მზად არიან აზოვის ზღვაში გემები გაგზავნონ... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი

Radiotavisupleba.ge 

არჩევნებში გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სინოდის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით შედგა. „ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა გამარჯვება და მომიწვია აქ, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა სინოდის დიდი ნაწილი. ეს ჩემთვის იყო არა მხოლოდ დიდი პატივი, ეს იყო ის მომენტი, როდესაც მე ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. მქონდა საუბარი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან, როგორც საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს. Читать дальше...

საფრანგეთმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება და მოვალეობის წარმატებით შესრულება უსურვა. „საფრანგეთი მზად არის ქალბატონ ზურაბიშვილთან იმუშაოს, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავი და ხანგრძლივი ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვაშაძე: "ქართულმა ოცნებამ" საგანგაშო გარიგება დადო "ქურდულ სამყაროსთან"

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს. „ტოტალური მოსყიდვის, ძალადობის, დაშინების მიუხედავად, ადამიანების ასეთი რაოდენობა მოვიდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა მხარი. დიდი მადლობა ხალხო, ძალიან მაგრები ხართ. მადლობა იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა - ადამიანების მასობრივი მოსყიდვა... Читать дальше...

Новости России
Москва

Более 30 компаний из Нижегородской области пришли на первую встречу регионального сообщества инклюзивного бизнеса «Открыто для всех»


ჩხუბი ჭიდაობის ნაცვლად - რა ხდება „ძიუდოს ოჯახში“

Radiotavisupleba.ge 

ქართულ ძიუდოში აქტუალური თემაა - შიდა სამზარეულოს ცუდი ამბების დალაგება - თან ისე, რომ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი ითქვას.

იუნესკოს გადაწყვეტილება - ქართული ჭიდაობა მსოფლიომ აღიარა

Radiotavisupleba.ge 

ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემდეგ, იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ტრადიციული ქართული ჭიდაობა გაწევრიანდა.

იუნესკოს გადაწყვეტილება: ქართული ჭიდაობა მსოფლიომ აღიარა

Radiotavisupleba.ge 

ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემდეგ, იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ტრადიციული ქართული ჭიდაობა გაწევრიანდა.

თელაველთა უარი სალომე ზურაბიშვილს და საჩივარი უბნის შედეგების გასაბათილებლად

Radiotavisupleba.ge 

კახეთის რეგიონში ერთადერთი საარჩევნო უბანი, სადაც ოპოზიცია შედეგების გაბათილებას მოითხოვს, სიღნაღის მუნიციპალიტეტშია. საჩივარი სოფელ ხირსის 19-ე უბანზე დაწერა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

რუსი სენატორი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგს ზომიერად პოზიტიურს უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ აღდგება დიალოგი მოსკოვსა და თბილისს შორის - ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. ამასთან, კოსაჩოვის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდება. „თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ მინიმუმ არ შემცირდება სივრცე დიალოგისთვის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев назвал трёх людей в истории тенниса, с которыми хотел бы поужинать






Свежая погода: Ильин назвал последствия грозы на предстоящей неделе в Москве

Оренбургская область расположилась на 32 месте в рейтинге по благосостоянию семей

Парк в Шатуре превратился в город профессий в День защиты детей

В России предложили запретить регистрацию товарных знаков с религиозной символикой