Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Ноябрь
2018

Новости за 29.11.2018

მარნეულში საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

29 ნოემბერს, დილით მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ხუთსართულიანი შენობის ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 35 წლის მამაკაცი დაშავდა. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანა. "აფეთქება არ იყო ძლიერი, ამიტომ შენობას რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია, გარდა იმ ბინისა, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა", - უთხრა რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანმა მიშა ფეიქრიშვილმა. Читать дальше...

ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59,52%-ით იმარჯვებს

Radiotavisupleba.ge 

ცესკომ გამოაქვეყნა ყველა, 3703-ივე საარჩევნო უბნიდან მიღებული შედეგები. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 59,52% და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ 40,48%. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საქართველოში ზურაბიშვილმა ვაშაძე დაამარცხა ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა რუსთავის და თელავისა. საქართველოში სულ 73 საარჩევნო ოლქია. საზღვარგარეთ გახსნილი 55 უბნის შედეგებით... Читать дальше...

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ოლქებში დაწერილი 307 საჩივრიდან 6 შედეგების გაბათილებას ეხება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საოლქო კომისიებში შეტანილია 307 საჩივარი. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხება პროცედურულ დარღვევებს, ძირითადი მოთხოვნა კი კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. მიქელაძის ინფორმაციით, რამდენიმე საჩივარი უკავშირდება საარჩევნო უბნებზე მიღებულ შედეგებს. „ხმების ბათილობა 6 შემთხვევაშია მოთხოვნილი, კერძოდ, სიღნაღის ერთ საარჩევნო უბანზე... Читать дальше...

ISFED-ის პარალელური დათვლით, ვაშაძემ ხმების 41,7% მიიღო, ზურაბიშვილმა 59,9%

Radiotavisupleba.ge 

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED) გამოაქვეყნა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების პარალელური დათვლის შედეგები. ამ მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 59,9%-მა და გრიგოლ ვაშაძეს 41,7%-მა. ორგანიზაციის განმარტებით, ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 0,8%-ს 95%-იანი სანდოობის ინტერვალით. „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებითვე, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56,2%.

ISFED-ის პარალელური დათვლით, ვაშაძემ ხმების 40,9% მიიღო, ზურაბიშვილმა 59,1%

Radiotavisupleba.ge 

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED) გამოაქვეყნა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების პარალელური დათვლის შედეგები. ამ მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 59,1%-მა და გრიგოლ ვაშაძეს 40,9%-მა. ორგანიზაციის განმარტებით, ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 0,8%-ს 95%-იანი სანდოობის ინტერვალით. „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებითვე, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56,2%.

იუნესკომ ქართული ჭიდაობა აღიარა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად

Radiotavisupleba.ge 

იუნესკომ ქართული ჭიდაობა შეიტანა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს მიიღეს მავრიკიის ქალაქ პორტლუისში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე. 2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი... Читать дальше...

გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს მხარდამჭერებს შეხვდებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება თბილისის ფილარმონიაში. 28 ნოემბერს ღამით, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მხარდამჭერებთან ერთად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა ხმების თითქმის 20%-ით.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 4456 ხმა (63.89%). დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 2518-მა ამომრჩეველმა (36.11%).



ლიეტუვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტობა

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ. მან ტვიტერზე გამოქვეყნებულ მილოცვაში სალომე ზურაბიშვილს უსურვა წარმატება ქვეყნის და ხალხის სამსახურში.

ხმების 99,7%-ის შეჯამებით, გრიგოლ ვაშაძეს 40,44% აქვს, სალომე ზურაბიშვილს 59,56%

Radiotavisupleba.ge 

დილის 8 საათისთვის ცესკოს მიერ შეჯამებულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სულ 3703-დან 3694 საარჩევნო უბანზე მიცემული ხმები, ანუ 99,7%. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს მიღებული აქვს ხმების 40,44%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 59,56%. წინასწარი შედეგებით, საქართველოში ზურაბიშვილმა ვაშაძე დაამარცხა ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა რუსთავის და თელავისა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ლიდერის პოზიციას ზურაბიშვილი ინარჩუნებს, ვაშაძე მხოლოდ ორ ოლქში იმარჯვებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.  “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” მიერ დათვლილი ხმათა 92.15%-ის თანახმად, მას აქვს ხმების 59.55% აქვს, მის კონკურენტს გაერთიანებული ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძეს კი – 40.45%. ზურაბიშვილი ლიდერობს ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ორისა. მცირედი უპირატესობით ვაშაძე ლიდერობს რუსთავსა და თელავში. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილს ხმათა 58.24 % აქვს, ვაშაძე მხოლოდ ოთხ ოლქში ლიდერობს

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. ხმების 55.38%-ის ჯამით, მას 58.24% აქვს, მის კონკურენტს გაერთიანებული ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძეს კი – 41.76%. ზურაბიშვილი ლიდერობს ყველა ოლქში, გარდა ოთხისა. მცირედი უპირატესობით ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს წალენჯიხაში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

გრიგოლ ვაშაძე: დაუმორჩილებლობის იდეა, ერთი ადამიანის პირადი მოსაზრებაა

Radiotavisupleba.ge 

ასე უპასუხა ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შეკითხვას, თუ რას ფიქრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე 29 ნოემბრიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. „ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ განცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. Читать дальше...

ლაგოდეხში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. Читать дальше...

გრიგოლ ვაშაძე: მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. ასეთი შეხვედრა 29 ნოემბერს ფილარმონიაში საღამოს ექვს საათზე გაიმართება. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები დააკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. „გპირდებით, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. წინასწარი შედეგების თანახმად, რაც ეყრდნობა 2275 უბნის მონაცემებს, გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 41,34%-ი, სალომე ზურაბიშვილს - 58,66 %.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»






В Саратове встали трамваи всех маршрутов и почти все троллейбусы

Мое дело. Как ипотечный менеджер Ольга Григорьева стала законодателем трикотажной моды

Что канючит канюк

Агент Радмановаца назвал шуткой средний палец "Зениту" в финале Кубка России