საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ „აგენტების კანონის“ შესახებ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები და პრეზიდენტის ვეტოც ამას ნიშნავს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს. იმის მიუხედავად, რომ უწყება არ ამხელს, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდეს.
ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა საღინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაიბარეს. დეტალები მისთვის უცნობია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთან ინციდენტი მოხდა. სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად კანონის მიღებას აპროტესტებდა, ამბობს, რომ მათ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პარტნიორების გაფრთხილებისა და ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ 14 მაისს “აგენტების კანონი” მაინც მიიღო.
გვინეა-ბისაუს დედაქალაქში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის გამზირი გაჩნდება. ამის შესახებ რამზან კადიროვმა გროზნოში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის უმარუ სისოკუ ემბალოს ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.