"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, დაკავებისას ნაცემი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქაცარავა მისი ცემის დეტალებს იხსენებს. იგი 20 მაისს გამოწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.
ათობით ადამიანს დაურეკეს და შსს-ში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყველა მათგანი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა. საპროტესტო ტალღა აპრილის შუა რიცხვებიდან მოჰყვა საშინაო და საერთაშორისო ზეწოლით შარშან უკვე ჩაგდებული კანონის პარლამენტში დაბრუნებას.
20 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ გაავრცელა ახალი ცნობები ფრონტზე შექმნილი ვითარების შესახებ, რომლის თანახმად უკრაინის არმია აგრძელებს ხარკოვის მიმართულებით რუსეთის იერიშების მოგერიებას, ხოლო ცალკეულ, მაგალითად, კუპიანსკის მიმართულებაზე, იქით უტევს მოწინააღმდეგეს.
თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა, რომელიც რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრად და კადიროვის უმცროსი ვაჟის, ადამ კადიროვის მეურვედ მიიჩნეოდა. სპეციალისტები ამ ცვლილებას კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებენ.
„ივანიშვილმა თავისი და საკუთარი პარტიის მომავალი, აგრეთვე ქვეყნის მომავალი სასწორზე დადო იმგვარ კრიზისში შეყვანით, რომლიდანაც რთულია გამოსვლა ისე, რომ ვინმემ სახე არ დაკარგოს. ამას კიდევ დიპლომატიურად აღვწერ, თორემ შეიძლება უარესიც მოხდეს" - უთხრა რადიო თავისუფლებას სტივენ ბლოკმანსმა,
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების პროცესები გაიმართა. შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის უკანონო გადაკეტვას ედავება. მათი ნაწილის, მათ შორის მსახიობ ნატალია ყიფშიძის სასამართლო პროცესი გადაიდო, ნაწილი კი დააჯარიმეს.
ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, 63 წლის ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა.
ე.წ. აგენტების კანონზე დადებული ვეტოს შესახებ ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. მან „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შედეგად 2023 წლის 19 მაისს აღდგა. ერთი წლის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს. ისინი რეისების რაოდენობას ეტაპობრივად ზრდიან.
რუსეთის ალტაის მხარეში პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ ფილიალის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იულია ალიოშინამ განაცხადა, რომ აპირებს დაიბრუნოს პირვანდელი სქესი და სახელი, რომანი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში მკვეთრად გაუარესდა ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.