აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაურის, ახრა ავიძბას ადვოკატის საჩივარი და ავიძბა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატმა ინგა გაბილაიამ სააგენტო „აფსნიპრესს“ უთხრა, რომ „საკასაციო კოლეგიის უარს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში" გაასაჩივრებს.
ახრა ავიძბა და მისი თანმხლები 5 პირი სოხუმში, 4 მარტს დააკავეს. ავიძბას ბრალად ედება პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვა. Читать дальше...