ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, თითქოს „ენკას” მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი
ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს „ენკას” მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, რეალურად პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა. ღუდუშაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იყოს საზოგადოების ინტერესი. „ფაქტობრივი გარემოება და მოცემულობა ჯერ არ დამდგარა, ეს არის ...