1000 დღე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან
დღეს, 19 ნოემბერს, 1000 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ომმა უკრაინაში უკვე იმსხვერპლა ათეულ ათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე და მილიონობით უკრაინელი დევნილად აქცია. გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიღუპა 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 25 ათასზე მეტი. ეს მონაცემები ეფუძნება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია. უკრაინა და რუსეთი თავიანთი შეიარაღებული ძალების დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ. Читать дальше...