აზერბაიჯანმა „კოვიდ კარანტინი“ აპრილამდე გააგრძელა - სახმელეთო საზღვარი, მათ შორის საქართველოსთან, კვლავ ჩაკეტილია
აზერბაიჯანის მთავრობამ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმი“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის 24 მარტიდან აქვს დაწესებული. შეზღუდვის ფარგლებში, ჩაკეტილი რჩება საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარიც. აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, კარანტინის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი 27 დეკემბერს მოაწერა. შეზღუდვა ძალაში იქნება, სულ მცირე, 2025 წლის 1 აგვისტოს დილის 6 საათამდე. Читать дальше...