Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2018

Новости за 13.01.2018

ევროკავშირი კოსოვოს აფრთხილებს არ გააუქმოს ომის დანაშაულთა სასამართლო

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი კოსოვოს აფრთხილებს, რომ ორმხრივ კავშირებს ზიანი მიადგება ომის დანაშაულთა სასამართლოს გაუქმების შემთხვევაში. კოსოვოში ევროკავშირის ოფისმა 12 იანვარს გაავრცელა ამ შინაარსის განცხადება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში იგივე განაცხადა აშშ-მა. ამ განცხადებების ფონია გაურკვევლობა იმის თაობაზე, შეიტანს თუ არა კოსოვოს პარლამენტი ამ საკითხზე კენჭისყრას მომავალი კვირის განრიგში, მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს ის გადადო, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სასამართლო - საგანგებო პალატა და პროკურორის საგანგებო ოფისი - 2015 წელს შეიქმნა... Читать дальше...

ჰაიტი, აფრიკის ქვეყნები პროტესტს გამოთქვამენ და ტრამპისგან ბოდიშს ითხოვენ ვულგარული ტერმინოლოგიისთვის

Radiotavisupleba.ge 

12 იანვარს აფრიკის 54-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ "მძლავრად თავზარდაცემულია" და ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკან წაიღოს და ბოდიში მოიხადოს იმ ვულგარული ტერმინოლოგიისთვის, რომელიც მან ამ ქვეყნების აღსაწერად გამოიყენა თეთრ სახლში იმიგრაციის საკითხზე გამართულ დისკუსიაზე. პროტესტს გამოთქვამს ჰაიტიც, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი გამოვიდა აფრიკის ქვეყნებიდან და ჰაიტიდან მიგრანტების აშშ-ში შეშვების წინააღმდეგ და 11 იანვარს კანონმდებლებს თეთრ სახლში უთხრა, რომ ეს ქვეყნები "ნეხვის ორმოა" ("shithole"). Читать дальше...

წარმოგიდგენთ, გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თვითონ მერი – ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები

Marshalpress.ge (მარშალ) 

„ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაზემ და ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ ტყუილი და სიცრუე უწოდა. კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავად გამოეხმაურა და განმარტებები გააკეთა. მისივე თქმით, ის, როგორც თბილისის მცხოვრებლების მიერ არჩეული მერი, თავს ვალდებულად […]

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ყველაზე მეტი ხმა მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა - თუმცა არასაკმარისი საიმისოდ, რომ არ შექმნილიყო მეორე რაუნდის საჭიროება. დათვლილია თითქმის ყველა ხმა და იუწყებიან, რომ ზემანმა ხმათა 39 პროცენტამდე მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერებათა აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ირჟი დრაგოსმა - 26.5 პროცენტი. დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა ათი ან ნაკლები პროცენტი მოაგროვა. იმის გამო, რომ ვერ შესძლო აუცილებელი, 50 პროცენტზე მეტი ხმის მოპოვება, ზემანი... Читать дальше...

რუსეთმა ყირიმში განათავსა S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის მეორე დივიზია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეორე დივიზია განათავსა უკრაინის ყირიმის რეგიონში, რომლის ანექსირებაც კრემლმა 2014 წელს მოახდინა - იუწყება რუსეთის მედია. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ 13 იანვარს გავრცელებული ცნობებით, მოსკოვმა ახალი დივიზია განათავსა ქალაქ სევასტოპოლთან ახლოს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უდევს ბინა. S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას შეუძლია 400 კილომეტრის დაშორებით ესროლოს საჰაერო სამიზნეებს, 60 კილომეტრის დისტანციით - ბალისტიკურ რაკეტებს. Читать дальше...

გაერომ დაადგინა, რომ ირანი იარაღს აწვდის იემენელ მეამბოხეებს, რაც ემბარგოს დარღვევაა

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა ახალ ანგარიშში დაადგინა, რომ ირანმა დაარღვია გაეროს მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგო, იემენში შიიტი მეამბოხეებისთვის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით რაკეტების და საფრენი აპარატების მიწოდებით - რითიც გაამყარა გაეროს მიერ წარსულშიც წამდენჯერმე გამოთქმული ეს ბრალდება. ანგარიშის ნაწყვეტები 12 იანვარს მოიპოვეს დიპლომატებმა და მედიის წარმომადგენლებმა. ტექსტში ნათქვამია, რომ გაეროს ექსპერტები ნოემბერში და დეკემბერში ჩავიდნენ საუდის არაბეთში და შეისწავლეს ჰუთიტი მეამბოხეების მიერ იმავე პერიოდში... Читать дальше...

ირანი: აშშ "ვერაგულად არღვევს" ბირთვულ შეთანხმებას, მასში ცვლილებების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების "ვერაგულად დარღვევაში", მას შემდეგ, რაც ტრამპი დაიმუქრა, რომ შეთანხმებას რამდენიმე თვეში დატოვებს, თუ მასში ცვლილებებს არ შეიტანენ. ზარიფმა 12 იანვარს ტვიტერით დაწერა, ტრამპის განცხადება წარმოადგენს "სასოწარკვეთილ მცდელობას ძირი გამოეთხაროს მყარ, მრავალმხრივ შეთანხმებასო". ამასთან, ზარიფმა მოიტანა შეთანხმების ის მუხლები, რომლებსაც, მისი თქმით, აშშ არღვევს, რადგან ითხოვს ცვლილებებს საკითხებზე... Читать дальше...

დასრულდა კენჭისყრა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

13 იანვარს, კენჭისყრის მეორე დღეს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხურა საარჩევნო უბნები. იუწყებიან, რომ წინასწარი შედეგები შაბათსვე გავრცელდება. მოქმედ პრეზიდენტს, 73 წლის მილოშ ზემანს, ცხრა მეტოქე ჰყავდა, მათ შორის ლიდერობს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ირჟი დრაგოსი. ზემანს გამოარჩევს იმიგრაციის საწინააღმდეგო, პრორუსული და პროჩინური პოზიციები, დრაგოსი კი პროევროპელ ლიბერალად ითვლება. კენჭისყრამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ზემანი პირველ რაუნდში გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობის მოპოვებას ვერ შესძლებს. Читать дальше...

საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს თოვლია მოსალოდნელი

Marshalpress.ge (მარშალ) 

17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. თბილისში დღეს, გვიან ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი, დედაქალაქის გარეუბნებში კი ნალექი უმეტესად თოვლი სახით იქნება. ასევე, დღეს გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი. 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, […]

როგორ შევაჩეროთ სარეკლამო მესიჯები

Radiotavisupleba.ge 

არასასურველი სარეკლამო მესიჯების შემოტევა შემაწუხებელია ბევრი ადამიანისთვის, თუმცა მხოლოდ ერთეულები ახერხებენ კომპანიები უკანონო ქმედებებში ამხილონ. კანონი არ კრძალავს სარეკლამო მესიჯების გამოგზავნას, საჯარო წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუმცა კანონი ირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი აბონენტებს ასეთ მესიჯებზე უარის თქმის საშუალება არ ეძლევათ. ეს მაშინ ხდება, როდესაც უარის თქმის მექანიზმი ან საერთოდ არ არსებობს, ან არ მუშაობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ძალისხმევის შედეგად... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме






В деле таджика, утопившего автобус в Мойке, появились новые детали. Пострадавшие дали первые показания

Слушания по изменениям в устав муниципалитета прошли в Балашихе

Канчельскис считает, что «Краснодар» может проиграть «Спартаку» из-за давления

ИПГ: мощность магнитной бури снизилась с экстремального до сильного уровня