ჩეხეთის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს
ჩეხეთის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს. იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს ყველა პარტიის დეპუტატებმა, გარდა მოძრაობისა „ანო“, რომელსაც მილიარდერი ბიზნესმენი ბაბიში ხელმძღვანელობს. ამ პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა 2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ვერ მოიპოვა მანდატების ნახევარზე მეტი. ბაბიში ეჭვმიტანილია თაღლითობაში ევროკავშირის სუბსიდიების უკანონოდ მოსაპოვებლად. აქამდე თალღითობასთან ბრძოლის ევროპულმა უწყებამ დაადასტურა ბაბიშის მხრიდან სუბსიდიათა მოპოვების წესების დარღვევა. Читать дальше...