Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2018

Новости за 15.01.2018

ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ საკათედრო ტაძარში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ საკათედრო ტაძარში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართული საეკლესიო გუნდი ბრიტანული აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. ასევე, ქართული ტაძრის მეგობარმა ანსამბლებმაც მიიღეს კონცერტში მონაწილეობა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და ქართული კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციისათვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნული კონცერტი, […]

საქართველოს რეგიონალური იდენტობა, საფრთხეები და ნატოსა და ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკა

Radiotavisupleba.ge 

ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად ქვეყნის თანმიმდევრული და მიზანმიმართული სტრატეგიის საჭიროებაზე ლაპარაკობენ  სპეციალისტები, რომლებიც, ბოლო წლებია, ინტეგრაციის თემაზე აქტიურად მუშაობენ.

პრეზიდენტ ზემანს რთული მეორე ტური ელის

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ელოდება, როგორ დასრულდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ჩეხეთში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მილოშ ზემანი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ჩეხეთის პრეზიდენტი, და პროევროპელი ირჟი დრაჰოში.

კატრინ დენევმა ბოდიში მოუხადა პირებს, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო კამპანია MeToo-ს კრიტიკით

Radiotavisupleba.ge 

ფრანგმა კინოვარსკვლავმა კატრინ დენევმა ბოდიში მოუხადა სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლს, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო გაზეთ „მონდში“ 10 იანვარს გამოქვეყნებული წერილით. ამ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 100-მდე ქალი, მათ შორის დენევი, გაკრიტიკებულია მასობრივი საზოგადოებრივი კამპანია #MeToo (მეც). ღია წერილის ხელმომწერთა აზრით, აქცია #MeToo „საჯარო დაბეზღებების კამპანიად“ გადაიქცა. დენევი და მისი თანამოაზრეები საჭიროდ მიიჩნევენ მამაკაცების „დაჟინებული ფლირტის“ უფლების დაცვას, თუმცა დანაშაულად მოიხსენიებენ გაუპატიურებას. Читать дальше...

ახალციხეში ააიპ-ებისა და შპს-ების რაოდენობა მცირდება

Radiotavisupleba.ge 

თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებამდე ახალციხეში 16 ააიპი და 4 შპს ფუნქციონირებდა. ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებამ ახალციხელები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. როგორია ხელისუფლების პრიორიტეტები და რას ითხოვს ოპოზიცია?

პანდის ბელის დებიუტი საფრანგეთის ზოოპარკში

Radiotavisupleba.ge 

ცხოველთა მეგობრებმა იციან - ზოოპარკის პირობებში პანდის ბელის დაბადება დიდი იშვიათობაა. ამიტომაც იყო, რომ მაშინვე სენსაციად მოინათლა საფრანგეთის ქალაქ ბოვალის ზოოპარკიდან 4 აგვისტოს გავრცელებული ცნობა პანდის ორი ბელის დაბადების შესახებ (საფრანგეთის ზოოპარკებში ეს პანდის დაბადების პირველი შემთხვევა იყო). ერთმა ახალშობილმა სულ ორ საათს იცოცხლა, მეორე კი (ახლა უკვე ხუთი თვის იუან მენგი) 13 იანვარს პირველად წარდგა ფართო საზოგადოების წინაშე. ბოვალის ასეულობით მნახველთან ერთად პატარა ბელი უკვე მოინახულეს... Читать дальше...

მარია გაბრიელი: რა დავუპირისპიროთ გამოგონილ ამბებს

Radiotavisupleba.ge 

15 იანვარს ბრიუსელში გაიმართა პირველი შეხვედრა ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფისა, რომელსაც „გამოგონილი ამბების“ პრობლემაზე მუშაობა ევალება. ჯგუფის მიზანია, აპრილის ბოლომდე შეიქმნას ევროკავშირის სტრატეგია პრობლემასთან გასამკლავებლად. ევროკომისარმა დიგიტალური ეკონომიკის საკითხებში, მარია გაბრიელმა 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ და მის წევრებად შეარჩია 40 ადამიანი. როგორც გაბრიელმა 15 იანვარს აღნიშნა, „გამოგონილი ამბები“, შესაძლოა კანონს არ არღვევდეს და არც სიახლეს წარმოადგენდეს... Читать дальше...

რუსეთი და თურქეთი აკრიტიკებენ სირიაში ქურთების სასაზღვრო ძალების შექმნას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი და თურქეთი აშშ-ს აკრიტიკებენ დახმარებისათვის, რომელსაც ის უწევს ქურთ მეომრებს სირიაში 30-ათასკაციანი სასაზღვრო ძალების შექმნაში. აშშ აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ ტერორისტულ არმიას ქმნისო, განაცხადა 15 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. მისივე თქმით, ტერორისტული არმია ჯერ კიდევ „დაბადებამდე“ უნდა განადგურდეს. ხოლო სირიის მთავრობამ სასაზღვრო ძალების შექმნას უწოდა „სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის აშკარა დარღვევა“. რუსეთი, რომელმაც სირიის... Читать дальше...



რუსთავში ბაზრის მეპატრონის გვამი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

დაახლოებით, დღის ხუთ საათზე ქვემო ქართლში ყველაზე დიდი ბაზრის, რუსთავის "სტამბოლის ბაზრის" ადმინისტრაციის შენობაში იპოვეს ბაზრის მეპატრონის, სოსო (სამსონ) ქუთათელაძის გვამი. ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგონიათ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს დაუბრუნა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს დაუბრუნა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მოტივირებული შენიშვნებით. ამის შესახებ მან გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მარგველაშვილს, მისივე თქმით, „პრობლემურად“ მიაჩნია ის გარემოება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარზე შევიდეს. პრეზიდენტის შენიშვნა ეხება აგრეთვე შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას, რადგან, მისი აზრით, „კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი შესყიდვების საკითხი“. საზოგადოებრივ... Читать дальше...

ყირიმში ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება კიევის მომხრე აქტივისტს, ვლადიმირ ბალუხს

Radiotavisupleba.ge 

ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, პროკურორმა მოითხოვა ხუთი წლით და ერთი თვით პატიმრობა კიევის მომხრე აქტივისტის, ვლადიმირ ბალუხისათვის. მას ასამართლებენ იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობის ბრალდებით. ბალუხმა 15 იანვარს განაცხადა, რომ უდანაშაულოა და რომ სასამართლო პროცესი ვერ შეაყვარებს თავის „ე.წ. ახალ სამშობლოს“. ბალუხის აზრით, მისთვის წაყენებული ბრალდებები არის ნაწილი კამპანიისა, რომელიც კიევისა და უფლებადამცველების შეფასებით, მიმართულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოპონენტების წინააღმდეგ. Читать дальше...

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე მოკლეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

მკვლელობა რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს ,,ერთობის” ტერიტორიაზე – ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

დონალდ ტრამპი: „არ ვარ რასისტი“

Radiotavisupleba.ge 

​აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „არ არის რასისტი“. ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას, თითქოს 11 იანვრის შეხვედრაზე „ნეხვის ორმო“  ("shithole") ეწოდებინოს აფრიკის ქვეყნების, ჰაიტისა და სალვადორისთვის.

ტუნისში საპროტესტო გამოსვლების დაწყების მეშვიდე წლისთავზეც გრძელდება დემონსტრაციები

Radiotavisupleba.ge 

ტუნისში აღნიშნეს ყოფილი პრეზიდენტის, ზინ ელ აბიდინ ბენ ალის ხანგრძლივი მმართველობის დამხობის მეშვიდე წლისთავს, რომლის ფონსაც ქმნის უკვე რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლები. 14 იანვარს დედაქალაქ ტუნისის ცენტრში შეიკრიბა ასობით ადამიანი, რომელსაც დემონსტრაციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს პოლიტიკურმა პარტიებმა და პროფკავშირებმა. დემონსტრანტები აპროტესტებენ „სიღარიბესა და შიმშილს“ და "ქურდობაში" ადანაშაულებენ ქვეყნის მმართველ ელიტას. 2011 წლის ამბოხების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, მსვლელობები გამართეს... Читать дальше...

როგორ დააწვა ახალი წელი ოჯახის ბიუჯეტს

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად აისახა სადღესასწაულო დღეები მოსახლეობის ბიუჯეტზე. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში დღესასწაულები მათთვის ტვირთია.

მუხთარლის საქმე და საქართველოს პასუხისმგებლობა

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის - საქმის გადასინჯვასა და მის გათავისუფლებას ითხოვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირიც და მათი მოწოდებები საქართველოსაც უკავშირდება.

ევროკავშირი - აფგან მუხთარლი უნდა გათავისუფლდეს

Radiotavisupleba.ge 

6-წლიანი პატიმრობა, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბელაქნის სასამართლოს მიერ 12 იანვარს შეეფარდა, აჩენს სერიოზულ შეკითხვებს ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან მიმართებით, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა, „აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოში, რასაც დაპატიმრება და აზერბაიჯანში მისი გასამართლება მოჰყვა, კვლავაც მოითხოვს ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას. თავისუფლების აღკვეთის ყველა ის შემთხვევა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებას უკავშირდება... Читать дальше...

ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო „გამოგონილი ამბების“ პრობლემაზე მუშაობა

Radiotavisupleba.ge 

15 იანვარს პირველი შეხვედრა გამართა ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც ევალება „გამოგონილი ამბების“ პრობლემაზე მუშაობა. ჯგუფის მიზანია, აპრილის ბოლომდე შეიქმნას ევროკავშირის სტრატეგია პრობლემისთვის თავის გასართმევად მასთან დაკავშირებული მხარეების „როლებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრით“ და „რეკომენდაციების შემუშავებით“. ევროკომისარმა დიგიტალური ეკონომიკის საკითხებში, მარია გაბრიელმა 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ და მის წევრებად შეარჩია 40 ადამიანი. როგორც გაბრიელმა 15 იანვარს აღნიშნა... Читать дальше...

„არქიპელაგი გულაგი“

Radiotavisupleba.ge 

გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წიგნზე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია — ნობელის პრემიის ლაურეატის, ალექსანდრ სოლჟენიცინის „არქიპელაგ გულაგზე“. ვინ იყვნენ ე.წ. „უხილავი“ ადამიანები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს იატაკქვეშეთში ასეთი შედევრის შექმნა, მისი გადაბეჭდვა, აკინძვა და მიკროფილმების სახით დასავლეთში გადატანა, როგორ მოახერხეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გვერდის ავლით ამ ზნეობრივი გმირობის ჩადენა ... Читать дальше...

Новости России
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!


რას წერენ სოციალურ ქსელებში

Radiotavisupleba.ge 

როგორ ეხმაურება დასავლეთის ამბებს ქართული სოციალური მედია. მოკლე მიმოხილვას სოფო დათიშვილი გვთავაზობს.

კალეიდოსკოპი

Radiotavisupleba.ge 

კინოვარსკვლავმა კატრინ დენევმა და 99-მა სხვა ფრანგმა ქალმა საჯაროდ გაილაშქრეს იმ შედეგის წინააღმდეგ, რომელიც მოჰყვა სოციალური მედიით წარმოებულ კამპანია MeToo-ს. ღია წერილის ხელმომწერთა აზრით, კამპანიამ მამაკაცების წინააღმდეგ მიმართული აქციის სახე მიიღო და საგრძნობლად გასცდა თავის თავდაპირველ მიზანს. ამ და სხვა თემებზე - ჩვენს კალეიდოსკოპში.

მუსიკა-2017

Radiotavisupleba.ge 

დღევანდელი გადაცემის სტუმარია ლაშა გაბუნია - ჟურნალისტი.

ლავროვი ტრამპს ადანაშაულებს ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში. რუსი მინისტრის ვარაუდით, ტრამპის განცხადებებს შესაძლოა შეთანხმების გაუქმება მოჰყვეს. ლავროვმა 15 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმოიხილა გასულ წელს რუსი დიპლომატების მიერ გაწეული სამუშაო და გამოთქვა შეფასება, რომ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების მიზანია, ჩაიშალოს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს მიღწეული შეთანხმება... Читать дальше...

შინ - უცხოეთში: არა ფული, არამედ განათლება

Radiotavisupleba.ge 

გერმანელმა მენეჯერმა, მეღვინემ, ჰილარიუს პიუცმა, ქართველ მეგობრებთან ერთად დაიწყო იდეის განხორციელება. მიზანი ის იყო, რომ ბედენაშვილების ოჯახმა საკუთარი თავი შეინახოს, მომავალში ფინანსურად უზრუნველყოფილ იყოს.

ჩეხეთიდან აძევებენ უკრაინელ აქტივისტს, რომელმაც პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო

Radiotavisupleba.ge 

პრაღაში სასამართლომ სამთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ფემინისტურ მოძრაობა „ფემენის“ წევრს, უკრაინის მოქალაქე ანჯელინა დიაშს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოწყობილი აქციისათვის. 12 იანვარს აქტივისტი მივარდა საარჩევნო უბანზე მისულ პრეზიდენტ მილოშ ზემანს და რამდენჯერმე დაიძახა „ზემანი პუტინის მეძავიაო“. ანჯელინა დიაშს ჩეხეთიდან დეპორტაცია მოელის და ერთი წლით ეკრძალება ამ ქვეყანაში ჩასვლა. მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась во второй раунд турнира WTA-1000 в Риме






Курсант из Владивостока растрогал любимую девушку во время праздничного шествия

Пятое место заняла петербургская команда «СШ по шахматам и шашкам – 1» на командном чемпионате России в Сочи

Райдер счастья молодых: в России растет число брачных контрактов

«Мне нравится жить в лесу». Судьба детей-актеров СССР из взрослых фильмов