Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2018

Новости за 13.02.2018

ვაკეში მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ვაკეში მდებარე საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობა დროულად გამოიყვანეს შენობიდან და არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა შენობაში ძლიერი კვამლია.

მიხეილ სააკაშვილი: როგორც კი საქართველოში აღმოვჩნდები, ხელისუფლებას ჩამოაგდებენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინიდან პოლონეთში 12 თებერვალს დეპორტირებულმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, ოდესის ყოფილმა გუბენატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

ნიდერლანდში გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის შესახებ ტყუილის თქმის გამო

Radiotavisupleba.ge 

ჰოლანდიაში გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზილსტრა მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს აღიარა, რომ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ 2006 წელს საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი „უფრო დიდი რუსეთის“ შექმნის გეგმაზე. ზილსტრას თქმით, მისი რეპუტაცია ისე შეილახა, რომ ვეღარ გააგრძელებს მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას. ის ადრე ამბობდა, რომ 2006 წელს დაესწრო შეხვედრას, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ ბელორუსია, უკრაინა და ბალტიის სახელმწიფოები „უფრო დიდი რუსეთის“ ნაწილად მიაჩნია. ხოლო 12 თებერვალს ზილსტრამ აღიარა... Читать дальше...

კრემლს „არა აქვს ინფორმაცია“ სირიაში აშშ-ის იერიშებისას რუსი დაქირავებული მეომრების დაღუპვაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს „არა აქვს ინფორმაცია“ იმის შესახებ, რომ გასულ კვირაში სირიაში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა ათობით რუსი დაქირავებული მეომარი. მედიაკომპანია „ბლუმბერგმა“ 13 თებერვალს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ „აშშ-ის ძალებმა მრავალი რუსი დაქირავებული მეომარი მოკლეს“ 7 თებერვალს მომხდარი ინციდენტის დროს. „ბლუმბერგის“ წყაროებს შორის არის ორი რუსი, რომელიც ამბობს, რომ 200-ზე მეტი დაქირავებული მეომარი, უმეტესწილად რუსები დაიღუპნენ დეირ ალ-ზორის რაიონში... Читать дальше...

ეს ხომ ძალიან დიდი დანაშაულია – გიორგი ზვიადაძე “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter სასულიერო სემინარიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე “რუსთავი2”-ის ეთერით გასულ იმ რეპორტაჟს ეხმიანება, რომელშიც საუბარია, რომ  აკადემიის სტუდენტებს ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ. გიორგი ზვიადაძე “რუსთავი2”-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და სინამდვილის დამალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტელევიზიის ჟურნალისტმა, რომელმაც მოამზადა რეპორტაჟი, გადაიღო აკადემიაში არსებული რეალური ვითარება, ჩაწერეს სტუდენტები და დეკანი, თუმცა ეთერში იმ ფორმით […]

სომხეთში დეპუტატ ქალს სცემეს

Radiotavisupleba.ge 

დღეს ერევანში უხუცესთა საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და ოპოზიციური ფრაქციის, „ერკირ ცირანის“ წევრები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ბოთლით მიიტანეს ერევნის გარეუბან ნუბარაშენში აღებული კანალიზაციის წყალი და სცადეს მისი გადაცემა ერევნის მერისთვის, ტარონ მარკარიანისათვის. რესპუბლიკელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზიდან. ამასთან, უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა რამდენჯერმე ხელი გაარტყა... Читать дальше...

სააკაშვილი არ აპირებს პოლონეთში თავშესაფრის მოთხოვნას და უკრაინაში დაბრუნება სურს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს კანონიერი გზით დაბრუნდეს უკრაინაში და არ გეგმავს პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას. ამის შესახებ მან განაცხადა 13 თებერვლის პრესკონფერენციაზე ვარშავაში, წინა დღეს უკრაინიდან მისი დეპორტაციის შემდეგ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს. სააკაშვილმა დახმარება სთხოვა ევროკავშირს: მისი თქმით, თუ ევროკავშირი... Читать дальше...

ლევან იზორია: უმნიშვნელოვანესია ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას“, რომელიც სრულად შეესაბამება ნატოს განახლებულ შეკავების პოლიტიკას, „ამბიციური“უწოდა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, 13 თებერვალს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, მაისში დასრულდება საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა და ქართველი ჯარისკაცები, წვრთნასთან ერთად, ნატოს სტანდარტებით აღიჭურვებიან. „მაისიდან ცხრა ქვეით ბატალიონს ექნება შესაძლებლობა სამთვიანი მომზადების კურსები... Читать дальше...



ბაიკალელი მოციგურავე ბებია

Radiotavisupleba.ge 

ლიუბოვ მორეხოდოვა 76 წლისაა. ის მარტო ცხოვრობს ციმბირში, ბაიკალის ტბასთან, და ციგურებით გადაადგილდება, როცა თავის ნახირს მწყემსავს.

კახა კალაძემ და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა (ფოტოკოლაჟი)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კახა კალაძემ თავშესაფარში არსებული ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა. თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების... Читать дальше...

საბჭოთა სიმბოლიკა საჯარო სივრცეში ევროინტეგრაციის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

​ქუთაისში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი და ნამგალი და ურო დღემდეა გამოსახული საჯარო და სხვა დაწესებულებების ფასადებზე, კულტურულ ძეგლებსა თუ ხიდებზე. ქალაქის 300-მდე ქუჩიდან დაახლოებით 20-ს საბჭოთა ლიდერების სახელები ჰქვია.

საბჭოთა სიმბოლიკები საჯარო სივრცეში ევროინტეგრაციის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

​ქუთაისში საბჭოთა  დროიდან შემორჩენილი  ხუთქიმიანი ვარსკვლავი  და  ნამგალი და ურო  დღემდეა გამოსახული  საჯარო და სხვა  დაწესებულებების  ფასადებზე, კულტურულ ძეგლებსა და  ხიდებზე.  ქალაქში მდებარე 300 ქუჩიდან 20-მდე მათგანს საბჭოთა ლიდერის სახელი ჰქვია.

სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა კვაშილავა და გიგა გიგაური

Radiotavisupleba.ge 

13 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და გიგა გიგაური, ტრანსპორტის სპეციალისტი.

ირაკლი სესიაშვილი: „სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება“

Radiotavisupleba.ge 

„მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება - ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც ვერ აზუსტებს როდის და როგორ მოხდება ეს. „ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა ცხრაწლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო; ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. Читать дальше...

დემოკრატი სენატორები ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სამმა დემოკრატმა სენატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, შემოიღოს სანქციები ეგრეთ წოდებული „კრემლის მოხსენების“ ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების მიმართ. ამის თაობაზე გამოცემა „Politico” იუწყება. ინიციატივის ავტორებმა - ბენ კარდინმა, ბობ მენენდესმა და შეროდ ბრაუნმა გამოაქვეყნეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ითხოვენ გატარებულ იქნეს ახალი ღონისძიებები, აგვისტოში მიღებულ „სანქციების გზით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების შესახებ“ კანონზე დაყრდნობით. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით... Читать дальше...

უსაფრთხოება - კანონი, რომელიც ჯერ არ არის

Radiotavisupleba.ge 

„გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ გზავნილით დაიწყო 13 თებერვალს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნით გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც შეგროვდება 10 000 ხელმოწერა.

როგორ აპირებს საქართველო მტრის აგრესიასთან გამკლავებას?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ნატოს შეკავების განახლებული პოლიტიკის შესაბამისად და ნატოს სტანდარტების მიხედვით შემდგომი განვითარება იმისათვის, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ორი უმთავრესი ამოცანის შესახებ მინისტრმა ლევან იზორიამ 13 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამოსვლისას ილაპარაკა.

სააკაშვილი: "უკრაინის ოლიგარქებს კისერს მოვუგრეხთ"

Radiotavisupleba.ge 

13 თებერვალს ვარშავაში პირველი პრესკონფერენცია გამართა უკრაინიდან პოლონეთში 12 თებერვალს დეპორტირებულმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, ოდესის ყოფილმა გუბენატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის მეგობარს 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მეგობარი ცოი სუნ სილი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯარიმის სახით მან ასევე უნდა გადაიხადოს 18 მილიონი სამხრეთკორეული ვონი (16,5 მილიონი დოლარი). ცოი სუნ სილი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მრჩევლად. პრეზიდენტმა 2017 წელს, კორუფციული სკანდალის გამო, იმპიჩმენტის შედეგად დატოვა პოსტი. გასული წლის ივნისში სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით... Читать дальше...

Новости России
Москва

Курсант из Владивостока растрогал любимую девушку во время праздничного шествия


თბილისის ქანდაკებები და მათი გზამკვლევი

Radiotavisupleba.ge 

თბილისში არსებული ქანდაკებების გზამკვლევი, რომელიც 144 ძეგლს აერთიანებს, თეა გოგოლაძე-ვულფმა რამდენიმეთვიანი კვლევისა და მუშაობის შედეგად შექმნა. გზამკვლევის ერთ მხარეს განთავსებულია ინფორმაცია ძეგლების შესახებ, მეორე მხარეს კი რუკა, რაც დაინტერესებულ პირებს ქალაქში სასურველი სკულპტურის მოძებნას გაუმარტივებს. გზამკვლევი არა მხოლოდ ქალაქში არსებული ძეგლების მოძიებას ამარტივებს, არამედ იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა პერიოდში ამ დარგის მიმართ ხელოვანთა, საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.

ანგარიში „ევრონესტს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებს მართავენ  (Euronest Parliamentary Assembly). ვიზიტის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში. "ევრონესტის" ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები.  „ევრონესტის“  საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები განიხილავენ აღმოსავლეთ პრტნიორობის... Читать дальше...

სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა დეკანოზი გიორგი მამალაძე

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი, თავისუფლების 9 წლით აღკვეთა. მისი დაცვის მხარე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდგომ კი საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ეგრეთ წოდებული... Читать дальше...

"სამორინე, როგორც ვნება"

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა პერიოდში სოციალისტურ რესპუბლიკებში აზარტული თამაში ოფიციალურად აკრძალული იყო და ისჯებოდა კიდეც. თუმცა არსებობდა ყომარბაზობის ძველი ტრადიცია, რომელსაც ადამიანები მალულად მისდევდნენ. პირველი კაზინოები საქართველოში სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. დღეს უკვე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სერიოზულ პრობლემად იქცა, რაც ხშირად ხდება სუიციდის მიზეზი. „სამორინე, როგორც ვნება“ - ამ თემაზე „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში ილაპარაკებს გიორგი გვახარიას სტუმარი, ფსიქოლოგი ნინო კომახიძე, რომელიც ამბობს... Читать дальше...

პროფკავშირმა დაიწყო უსაფრთხო შრომის შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება

Radiotavisupleba.ge 

„გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ გზავნილით დაიწყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნით გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც შეგროვდება 10 000 ხელმოწერა. პეტიციის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. საქართველოს მთავრობამ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი 2017 წლის პირველ ივნისს წარადგინა პარლამენტში. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






360.ru: 3 человека пострадали в ДТП в районе Северное Измайлово в Москве

Прогноз пожарной опасности опубликовали на 3 дня в Подмосковье

Синоптик Леус: в Москву снова придут заморозки

Бархота: запуск культурно-досуговых центров обогатит социнфраструктуру в Москве