Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2018

Новости за 21.02.2018

Transparency International: სადაც ავიწროებენ მედიასა და არასამთავრობოებს, მაღალია კორუფიის დონეც

Radiotavisupleba.ge 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ მთავრობების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შევიწროება ასოცირდება კორუფციის შედარებით მაღალ დონესთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სათაო ოფისის მიერ გავრცელებული „კორუფციის აღქმის ინდექს -2017“-ის თანახმად, მიმოხილული 180 ქვეყნიდან ორი მესამედის ქულა 50-ზე ნაკლებია. შეფასების სკალაზე - 0 ყველაზე კორუმპირებულს ნიშნავს, 100 კი - კორუფციისგან ყველაზე თავისუფალს. „კორუფციის აღქმის ინდექს - 2017“-ში ქვეყნებსა და ტერიტორიებზე საჯარო... Читать дальше...

მერკელი: სახელის შესახებ საბერძნეთის და მაკედონიის უთანხმოება გადაჭრასთან ახლოსაა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მაკედონია უკანასკნელ ათწლეულში უპრეცედენტოდ ახლოსაა საბერძნეთთან დიდი ხნის განმავლობაში არსებული, სახელთან დაკავშირებული კონფლიქტის გადაჭრასთან. ეს უთანხმოება მაკედონიას მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ძალიან მოხარული ვარ და შვებას ვგრძნობ, რომ მოლაპარაკებაში პროგრესი იგრძნობაო, უთხრა მერკელმა ჟურნალისტებს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი. Читать дальше...

ადვოკატი თავს დამნაშავედ აცხადებს მიულერის გამოძიების ფარგლებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ადვოკატმა თავი დამნაშავედ სცნო აშშ-ის ფედერალური უწყებებისთვის სიცრუის თქმაში, იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც საგანგებო გამომძიებელი, რობერტ მიულერი აწარმოებს და რომელიც ეხება კავშირებს რუსეთის ოფიციალურ პირებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარემოცვას შორის. ალექს ვან დერ ცვანმა, რომლის სიმამრიც რუსი მილიარდერი, გერმან ხანია, თავისი პოზიცია 20 თებერვალს გამოაცხადა ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში. ის მეექვსე პირია, რომელმაც თავი დამნაშავედ გამოაცხადა, ან რომელსაც ბრალი წაუყენა მიულერის გუნდმა. Читать дальше...

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ერთი ჯარისკაცი დაიღუპა კონფლიქტის ზონაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებაში. თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 15-ჯერ დაარღვიეს ისედაც მყიფე საზავო შეთანხმება, გახსნეს საარტილერიო ცეცხლი, ისროლეს ყუმბარები. პარალელურად, სეპარატისტები უკრაინის მთავრობის ძალებს სდებენ ბრალს ზავის 14-ჯერ დარღვევაში, ანალოგიური ტიპის იარაღით. 2014 წლის აპრილის შემდეგ კიევის ძალებს... Читать дальше...

მოსკოვი: აშშ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება რთული იქნება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ "ძალიან რთული" იქნება ურთიერთობის გაუმჯობესება აშშ-სთან - იმ ფონზე, როცა ეს კავშირები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მეტადაა გაუარესებული, სირიის და უკრაინის კრიზისების და იმ ბრალდებების ფონზე, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 21 თებერვალს ვაშინგტონს ბრალი დასდო რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში, 18 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთის 13 მოქალაქეს... Читать дальше...

გადავადდა აშშ-ის ინიციატივა პაკისტანის ტერორიზმის დამფინანსებლების სიაში შეტანაზე

Radiotavisupleba.ge 

სამი თვით გადავადდა აშშ-ის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა პაკისტანის შეტანას ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში - აცხადებენ პაკისტანის ოფიციალური პირები. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა 20 თებერვალს გვიან ღამით ტვიტერით განაცხადა, რომ ფინანსური ზომების სამოქმედო გუნდმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ არ მოიყვანოს მოქმედებაში აშშ-ის ზომა, რომელიც ითვალისწინებდა პაკისტანის შეყვანას ე.წ. ქვეყნების "რუხ სიაში" - ანუ იმ სახელმწიფოების ჩამონათვალში, რომლებიც საკმარისად არ მონაწილეობენ ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლაში. Читать дальше...

ვარდისფერი კაბრიოლეტით გაზაფხულისკენ

Radiotavisupleba.ge 

„8 დღე გაზაფხულამდე“ - ასე ჰქვია ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფის, „ფერადი კაბრიოლეტის“, გამოფენას, რომელიც არტგალერეა „ვაკეში“ გაიხსნა და ორ კვირას გასტანს.

საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო მაუწყებლობის კანონზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები მაუწყებლობის კანონში 2017 წლის დეკემბრის ბოლოს შეტანილ ცვლილებებზე. 21 თებერვლის სხდომაზე, პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა პარლამენტის მხოლოდ 13-მა წევრმა. წინააღმდეგი იყო 75 დეპუტატი. ამ პროცედურის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და გადაწყვეტილება 83 ხმით მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ 22 დეკემბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო 15 იანვარს დაადო. ძირითადი ცვლილება... Читать дальше...



იანუკოვიჩის პროცესზე პოროშენკომ რუსეთს "აგრესორი ქვეყანა" უწოდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომელიც სასამართლოს ჩვენებას აძლევდა მისი გადაყენებული წინამორბედის, ვიქტორ იანუკოვიჩის პროცესზე, 21 თებერვალს რუსეთს უწოდა "აგრესორი ქვეყანა", რომელმაც დაგეგმა "კარგად კოორდინირებული, ჰიბრიდული ომი უკრაინის წინააღმდეგ". იანუკოვიჩს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ. ვიდეოჩართვით მიცემულ ჩვენებაში პოროშენკომ თქვა, რომ 2014 წლის თებერვალში, როცა იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა მის ქვეყანაში პროევროპული გამოსვლების გამო, მოსკოვმა მოქმედებაში მოიყვანა გეგმა უკრაინის... Читать дальше...

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2018

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს CONNECT 2018-ის მეთხუთმეტე საერთაშორისო საავიაციო ფორუმის საიუბილეო ღონისძიებები. მის მუშაობაში მონაწილეობს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთი ალექსიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მასპინძლობა, რადგან შესაძლებელი ხდება წამყვანმა ავიაკომპანიებმა ადგილზე ნახონ საქართველოს ავიაციის სფეროს პოტენციალი, რაც მათ სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. Читать дальше...

ევროკავშირი ბელორუსიას მოუწოდებს გაატაროს "სერიოზული" საარჩევნო რეფორმა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ბელორუსიას მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა "სერიოზულ და ყოვლისმომცველ" რეფორმაზე, რომელიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას და პროცესებს, ამ ქვეყანაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი, მაია კოჩიანჩიჩი ამ მოწოდებით გამოვიდა 18 თებერვალს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც ბელორუსიაში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს "რაც შეიძლება სწრაფად", მომავალ არჩევნებამდე და პროცესი "გამჭვირვალე და ინკლუზიური" უნდა იყოს. Читать дальше...

რუსმა ათლეტებმა სარჩელი შეიტანეს დოპინგის თაობაზე ინფორმაციის გამავრცელებელი პირის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

სამმა რუსმა ათლეტმა ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანა იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც რუსეთში დოპინგის შესახებ მოჰყვა ასობით სპორტსმენის არდაშვება თამაშებზე. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ამ პირმა იცრუა და მათი კარიერა გაანადგურა. ათლეტებმა 20 თებერვალს შეიტანეს 30 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში. ისინი უჩივიან გრიგორი როდჩენკოვს, რუსეთის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიის ყოფილ დირექტორს, რომელიც ამჟამად აშშ-ს აფარებს თავს. როდჩენკოვის ადვოკატი... Читать дальше...

გერმანიამ მეთორმეტე ოქროს მედალი ქალთა ბობსლეიში მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბობსლეიში ქალთა ორადგილიან ეკიპაჟებს შორის უმაღლეს ჯილდოს გერმანია დაეუფლა. მარიამა იამანკასა და ლიზა ბუკვიცის დუეტმა 0,07 წამით აჯობა ამერიკელ კონკურენტებს - ელენა მეიერს ტეილორსა და ლორენ გიბსს. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს კანადელებმა - კაილი ჰემპრიზმა და ფილისია ჯორჯმა. გერმანიამ პიონჩანგის ოლიმპიადაზე მეთორმეტე ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი ნორვეგიაა, ცამეტი ოქროს მედლით.

პოროშენკომ ჩვენება მისცა იანუკოვიჩის პროცესზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ვიდეოჩართვის მეშვეობით ჩვენება მისცა მისი გადაყენებული წინამორბედის, ვიქტორ იანუკოვიჩის პროცესზე კიევში. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვიდეოჩართვის ორგანიზება დაავალა მოსამართლე ვლადისლავ დევიატკომ ობოლონის სამხარეო სასამართლოდან, სადაც პროცესი მიმდინარეობს. მანამდე პოროშენკომ დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებდა პროცესში, რომელზეც სამშობლოს ღალატისთვის დაუსწრებლად ასამართლებენ იანუკოვიჩს - პრომოსკოვურად განწყობილ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც საპროტესტო ტალღის შედეგად... Читать дальше...

ზურაბ ალავიძე არ იზიარებს პარლამენტის სხდომაზე გამოთქმულ კრიტიკას

Radiotavisupleba.ge 

ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ. „მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შეთხვევაში, ვეცდებით, რომ წელს მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანას გამო გვაქვს. ერთ წელიწადში ამ პრობლემის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ. ის არ იზიარებს აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას კრიტიკას იმის თაობაზე... Читать дальше...

რუსეთი იცავს სირიის დაბომბვას, სამოქალაქო მსხვერპლის გამო პროტესტის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი იცავს დამასკის შემოგარენში სირიის და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩატარებულ მასშტაბურ თავდასხმას, რომელსაც, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, ორ დღეში ემსხვერპლა სულ მცირე 250 სამოქალაქო პირი, ათობით ბავშვის ჩათვლით. გაეროს და დასავლეთის მთავრობების მხრიდან აღშფოთების და განგაშის გამოხატვის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თავდასხმა მართებული იყო. "არსებული შეთანხმებების თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლა არაფერმა არ უნდა შეზღუდოს" - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში. Читать дальше...

ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საბანკო და სავიზო სანქციების კიდევ 6 თვით გაგრელებას რუსეთის 150 მოქალაქის, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნების და მოსკოვის მიერ უკრაინაში მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ - ამის შესახებ ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. სანქციების ნუსხაში არიან ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელი, ანატოლი ანტონოვი, ვიცე-პრემიერი, დმიტრი როგოზინი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი და სხვები. Читать дальше...

გერმანიიდან გააძევეს უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევი, რამდენიმე ათეული ქართველი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიიდან გააძევეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია. უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე“ - განუცხადეს დღეს, 21 თებერვალს სააგენტო ინტერპრესნიუსს გერმანიაში საქართველოს საკონსულოში. გერმანიაში მცხოვრები ქართველების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, წესების დარღვევის გამო უამრავი საქმეა ჩანიშნული ადმინისტრაციულ სასამართლოში და ყველა საქმე სწრაფი ტემპით წყდება. Читать дальше...

ევროკავშირის სასამართლომ სანქცია მოუხსნა უკრაინის ექს-პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სასამართლომ სანქციები მოუხსნა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელს, ბიზნესმენ სერგეი კლიუევს. მისი სარჩელი ლუქსემბურგში განიხილა ევროკავშირის სასამართლომ, რომელმაც 21 თებერვალს გადაწყვიტა, გაუქმდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ კლიუევისთვის 2017 წლის მარტში, ერთი წლით გაგრძელებული სანქციები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი ფაქტები საკმარისი არ არის სანქციების შესანარჩუნებლად. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ორი თვის განმავლობაში შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. Читать дальше...

Новости России
Москва

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян


მობილიზებული ვართ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად – ზურაბ ალავიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ოთარ დანელიას განცხადებით, ზურაბ ალავიძემ სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა და ერთხელაც არ უნახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, გაურკვეველია, რატომ გააკეთა მან ასეთი განცხადება, რადგან სხდომაზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, […]

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

Radiotavisupleba.ge 

გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებულ სამივე პირთან, შესაძლოა, ხვალ საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს. საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთვნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, ამავე კლუბის თანამფლობელმა თემურ დათიკაშვილმა და მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ საპროცესო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. კვარაცხელიას ადვოკატმა თამარ აბესაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საკითხზე სასამართლო ხვალ , 22 თებერვალს, იმსჯელებს „თუ სასამართლო საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, მაშინ დაკავებულები ექვსთვიან სასჯელს მოიხდიან. Читать дальше...

დეპუტატები მთავრობისგან ფაროსანასთან უფრო აქტიურ ბრძოლას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასათანადოდ არის ჩართული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში - განცხადება ამის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 21 თებერვალს გააკეთა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ.

მაია ქურციკიძე მუნიციპალიტეტების როლზე

Radiotavisupleba.ge 

21 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, UNICEF-ის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებების გამოვლენა-რეაგირების საკითხზე. მაია ქურციკიძის თქმით, ერთია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების ამუშავება, მეორე კი მათ შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და განხორციელება. უმთავრესი საკითხი, რაზეც თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაზე მსჯელობდნენ, არის მუნიციპალიტეტების მიერ პრობლემების... Читать дальше...

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო გუჯარაიძე

Radiotavisupleba.ge 

21 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელი დირექტორი.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Ежедневный прогноз пожарной опасности опубликовали в Подмосковье

Поезд раздавил 17-летнего подростка в Московской области

РФ выдала агреман новому послу Финляндии

МИД РФ выдал агреман новому послу Финляндии в России