Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2018

Новости за 23.02.2018

როცა ვეღარაფერი შეიტყო სახლში მიაკითხა – მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით. შემთხვევის ღამეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აწგარდაცვლილს მობილური ტელეფონით ეკონტაქტებოდა და მას შემდეგ, რაც ანა ნაცვლიშვილმა მის ბოლო შეტყობინებას არ უპასუხა, ის დაუკავშირდა მის  არასრულწლოვან დას ვითარების გასარკვევად, შემდეგ უშუალოდ ანა ნაცვლიშვილის ოჯახში მივიდა. ამ საკითხზე ადვოკატმა ნაირა ოთიაშვილმა ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Radiotavisupleba.ge 

როგორ ეხმაურება დასავლეთის ამბებს ქართული სოციალური მედია? მოკლე მიმოხილვას ანი ბურდული გვთავაზობს.

რუსეთში ალუმინის იმპერიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა მილიარდერი დერიპასკა

Radiotavisupleba.ge 

რუსი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა გადადგა რუსეთის ალუმინის იმპერიის, რუსალის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. რამდენიმე კვირის წინ მისი სახელი გამოჩნდა აშშ-ის მიერ შედგენილ იმ პირთა სიაში, რომლებიც სარგებელს ნახულობენ კრემლთან თავიანთი კავშირებისგან. რუსალმა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ, EN+ Group-მა დერიპასკას წასვლა და მენეჯმენტში სხვა ცვლილებები 23 თებერვალს გამოაცხადეს. მათ არ უხსენებიათ  გამოძიების ანგარიში, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და კორუფციასთან მებრძოლმა აქტივისტმა... Читать дальше...

პირადი მიმოწერა მაქვს ნანახი და აბსოლუტურად სხვა ანაზე და სხვა ურთიერთობებზეა  საუბარი – თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

Marshalpress.ge (მარშალ) 

თემქაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატის  მიერ გავრცელებული ამბავი, რომ მკვლელობა უკავშირდება ეჭვიანობას და საქმეში ფიგურირებს პიროვნება შავი “ბეემვეთი”, არის არასწორი. რამაზ ჩინჩალაძის განმარტებით, პირად მიმოწერაში  საუბარია სხვა გოგონაზე, რომელსაც ასევე ანა ჰქვია და არა აწგარდაცვლილზე. “გაჟღერდა ძალიან არასასურველი ინფორმაცია შავი “ბეემვე”-ს მძღოლთან კავშირების  შესახებ, სავარაუდოდ ჩემმა კოლეგამ დეტალები ზუსტად არ იცის. […]

ავღანეთში აღნიშნეს მასშტაბური გაზსადენის მშენებლობის დაწყება

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის, თურქმენეთის, პაკისტანის და ინდოეთის ლიდერებმა და მაღალჩინოსნებმა 23 თებერვალს აღნიშნეს მშენებლობის დაწყება რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის ავღანეთის მონაკვეთზე. იმედოვნებენ, რომ ეს ნავთობსადენი დაფარავს რეგიონის ენერგეტიკულ საჭიროებებს. ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერატში გამართულ ცერემონიაზე  ავღანეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებს, აშრაფ ღანის და გურბანგული ბერდიმუხამედოვს, შეუერთდნენ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰიდ ხაყან აბასი და ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ემ ჯი აკბარი. Читать дальше...

ნატოს მანევრი სამხედრო სამზადისსა და დიპლომატიას შორის

Radiotavisupleba.ge 

გლობალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად ევროკავშირსა და ნატოს ერთიანი სტრატეგია და რესურსების მობილიზება სჭირდებათ, თუმცა კონსენსუსის მიღწევას აფერხებს უთანხომება რამდენიმე მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხში.

შინ - უცხოეთში: ლელა კუკავა - შვილები გაძლევს ძალას, ყველაფერი გააკეთო

Radiotavisupleba.ge 

"ჩემი მთავარი ნიჭი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია", უთხრა ყოველკვირეული ტელეჟურნალის, "პერსპექტივის" რუბრიკის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ორი შვილის დედამ, ლელა კუკავამ. მას გადამღები ჯგუფი გიმნაზიაში ახლდა მოსწავლეებთან საუბრისას და შემდეგ პრაღაში, კარლის სახელობის უნივერსიტეტში, ქართულ ყაიდაზე მოქმედ მის სასადილოშიც ესტუმრა. იქ ფელამუშიც კი შეგიძლიათ იგემოთ ხაჭაპურის შემდეგ.

გაიხსნა იუნკრების მემორიალი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ფასადზე იუნკრების მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც იმ მებრძოლთა სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც1921 წელს თბილისის დაცვისთვის კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლაში დაიღუპნენ.



ცოდნა, რეკლამის საჭიროება და მომხმარებლის ცნობიერება – მეწარმეების შემაფერხებელი ფაქტორები

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის წესებსა და მნიშვნელობაზე ქუთაისში, რეგიონალური მრგვალი მაგიდის ფორმატით, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეშფოთებულია ცხინვალში საქართველოს მოქალაქის სიკვდილით

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა. ესტონელმა დიპლომატმა 23 თებერვალს, ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ფაქტების დასადგენად გაააქტიურა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზი.

"ევროპული საქართველო" მოითხოვს შეიქმნას "ოთხოზორიას სია"

Radiotavisupleba.ge 

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა არჩილ ტატუნაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი, რომელიც იბრძოდა ოკუპანტის წინააღმდეგ 2008 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო სასტიკი მკვლელობა, შინაარსით მსგავსი იმ მკვლელობისა, რომელიც განხორციელდა გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში“ - განაცხადა 23 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან უმკაცრესი რეაგირება და ამ მიზნით... Читать дальше...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც უდიდესი მწუხარება გამოთქვა „ცხინვალში მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო“ და მიუსამძიმრა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს. „22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ მყისიერად ეცნობა ევროკავშირის... Читать дальше...

სომხეთის საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა ყოფილი პრემიერი

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში, მმართველი რესპუბლიკური პარტიის და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის, იგივე დაშნაკცუტიუნის საპარლამენტო ფრაქციებმა პრეზიდენის პოსტზე წარადგინეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არმენ სარკისიანის კანდიდატურა. კენჭისყრამდე სარკისიანმა ორივე ფრაქციის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. რესპუბლიკური პარტია და დაშნაკცუტიუნი კოალიციური პარტნიორები არიან. სომხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, სერჟ სარკისიანმა 19 იანვარს დაასახელა არმენ სარკისიანი - რომელიც მისი მოგვარეა და არ ენათესავება - რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. Читать дальше...

შვედმა კაცებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს ბიატლონის ესტაფეტაში

Radiotavisupleba.ge 

პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ბიატლონისთვის დათმობილი დღეები მამაკაცთა ესტაფეტითა და შვედების ტრიუმფით დაგვირგვინდა. 30-კილომეტრიანი დისტანცია (4X7,5 კმ) შვედმა სპორტსმენებმა 1:15:16,5 საათში დაფარეს და უახლოეს მდევარ ნორვეგიას 55,5 წამით გაუსწრეს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორ გერმანიას - 2,07 წუთით. ოლიმპიური ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: პეპ ფემლინგი, იესპერ ნელინი, სებასტიან სამუელსონი და ფრედერიკ ლინდსტრომი. პიონჩანგის ოლიმპიადის დასრულებამდე ორი დღით ადრე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა ნორვეგია - 13 ოქროს... Читать дальше...

თურქეთმა ჰოლანდიის წარმომადგენელი გამოიძახა და "გადაჭრით" დაგმო კენჭისყრა სომეხთა გენოციდზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 23 თებერვალს გამოიძახეს ჰოლანდიის წარმომადგენელი დიპლომატი, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ჰოლანდიაში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრვი განადგურების "გენოციდად" აღიარებას - ამ ცნობას ავრცელებს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ ერიკ ვესტსტრატეს, ანკარაში ჰოლანდიის დიპლომატიურ წარმომადგენელს, სამინისტროში იძახებენ. გასულ კვირაში ის მაშინ გამოიძახეს... Читать дальше...

არჩილ ტატუნაშვილი არის სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლი – ირაკლი სესიაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

“უმძიმესი ფაქტია, პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ, არჩილ ტატუნაშვილი არის სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს, რეალურად დაადგინოს რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ”რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას, მოვითხოვთ პასუხისმგებლობას და მზად […]

მთის სტატუსით გათვალისწინებულ შეღავათებს მიღმა დარჩენილები

Radiotavisupleba.ge 

მთის კანონის ამოქმედებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მოსახლეობის ნაწილი შეღავათებით ვერ სარგებლობს.

თურქეთი შეუერთდა მოწოდებებს რუსეთის და ირანის მიმართ, სირიაში თავდასხმის შეწყვეტის მიზნით

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი შეუერთდა საერთაშორისო მოწოდებებს რუსეთის და ირანის მიმართ, რათა შეწყდეს სირიის მთავრობის ძალების შეტევა აღმოსავლეთ ღუტაზე, დამასკიდან აღმოსავლეთით მდებარე ანკლავზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ და სადაც, როგორც იუწყებიან, 18 თებერვლის შემდეგ 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დახოცეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ამ მოწოდებიდან რამდენიმე საათში გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის დასავლეთის ქვეყნების მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღუტაში 30-დღიან ზავს ითხოვს. Читать дальше...

Новости России
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!


ამერიკული პრესა სირიის დემოკრატიულ ძალებზე თავდასხმის დამგეგმავად ასახელებს პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს

Radiotavisupleba.ge 

სირიის „ოპოზიციურ დემოკრატიულ ძალებზე“ დაქირავებული რუსი მებრძოლების თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა ბიზნესმენი ევგენი პროგოჟინი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრად და მზარეულად მოიხსენიებენ - ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. გამოცემა წყაროდ იყენებს დაზვერვის მონაცემებს სირიელ სამხედროებთან და ჩინოვნიკებთან პრიგოჟინის მოლაპარაკებების შესახებ. პრიგოჟინი მიჩნეულია მთავარ ორგანიზატორად და დამფინანსებლად ე.წ. „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიისა,“ რომლის ასობით წევრი სირიაში იბრძვის ასადის ხელისუფლების მხარდასაჭერად. Читать дальше...

პოდგორიცის პოლიცია: პირმა, რომელმაც აშშ-ის საელჩოს ხელყუმბარა ესროლა, თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ჩერნოგორიას პოლიციამ დაადასტურა, რომ მამაკაცმა, რომელმაც 22 თებერვალს პოდგორიცაში აშშ-ის საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა, წერილი დატოვა. პოლიციის წყარომ, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ დალიბორ ჯაუკოვიჩის მიერ დატოვებული წერილი ექვსგვერდიანია. სერბიაში დაბადებული ჯაუკოვიჩი იყო კოსოვოს ომის ვეტერანი და გვიანდელ 1990-იან წლებში იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების წევრი - იმ პერიოდში, როცა აშშ 78 დღის განმავლობაში აწარმოებდა სერბიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს... Читать дальше...

ქართველმა მებრძოლმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

ლიანა ჯოჯუამ შერეული საბრძოლო ხელოვნებების - ММА-ს - საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. „მგლის“ მეტსახელით ცნობილი 22 წლის ქართველი მებრძოლი უმსუბუქეს წონით კატეგორიაში (61,2 კგ) 29 წლის რუს მარინა მოხნატკინას დაუპირისპირდა. ამ ბრძოლამდე ჯოჯუას ММА-ს რინგზე შვიდი ბრძოლიდან ხუთი ჰქონდა მოგებული, მოხნატკინას კი იქამდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა პირველსავე რაუნდში მოეგო. FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლას 22 თებერვალს მოსკოვმა უმასპინძლა. ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვებულად ლიანა ჯოჯუა გამოაცხადეს.

ლუქსემბურგმა საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად

Radiotavisupleba.ge 

ლუქსემბურგის საჰერცოგომ საქართველო შეიტანა უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლუქსემბურგის გადაწყვეტილება ეფუძნება მონაცემებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ. კერძოდ, იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების... Читать дальше...

თბილისი საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს ექსპერტიზას და ზუსტ ინფორმაციას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან კატეგორიულად მოითხოვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ქართული მხარე... Читать дальше...

რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის დაკავებამდე მომხდარ ფაქტებზე საუბრობს

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 23 თებერვალს აცნობა წყარომ ოკუპირებული ახალგორიდან. წყაროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი უპრობლემოდ კვეთდა ახალგორთან არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. რაც შეეხება დე ფაქტო უშიშროების კიმიტეტის განცხადებას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასა და ოსების გენოციდთან კავშირში... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова вылетела с турнира в Риме






"Спартак" лишился математических шансов выиграть Российскую премьер-лигу

Тарифы на железнодорожные перевозки из Китая в Россию и Белоруссию резко возросли

«Мне нравится жить в лесу». Судьба детей-актеров СССР из взрослых фильмов

Курсант из Владивостока растрогал любимую девушку во время праздничного шествия